ნაწილი II.
ნინო ხარატიშვილის
რომანის მერვე თავი-
“მერვე სიცოცხლე”, ცარიელი
ფურცელია, ჯერ დაუწერელი.
ეს ბრილკას სიცოცხლე
უნდა იყოს. წიგნის
კითხვისას გამოვლილი განცდები,
ადამიანის ყოფისა და
ბედის კომპლექსურობა, ამ
სისხლიანი, პირქუში განვლილი
დღეების გახსნება, დღემდე
მოუშუშებელი ჭრილობები, რომელიც
არსადაც არ “გარდასულა
დროში”, ცხადყოფს იმ
განზომილებებს, რომელიც მხოლოდ
ადამიანების გაცნობიერებული პასუხისმგებლობით
შეიძლება დაძლეული იქნას.
გიპყრობს შიშნარევი
შეკითხვა, ნუთუ ვერ
მოახერხებს ბრილკა 21 საუკუნეში
ნიცას (მთხორბელი გმირი
რომანში) სურვილის განხორციელებას: ..“შენ
ამას შეძლებ. გადაკვეთე ეს
ისტორია და ჩამოიტოვე
შენს უკან…” (”durchbrich dieser Zeilen“) - შეუძლებელია
თანაგრძნობისა და
მღელვარების გარეშე ამ
სტრიქონების წაკითხვა, რომანის
დასწყისშივე.
მკითხველის, ჩვენი
ყველას, ერთადერთი იმედი
ბრილკაა. ბრილკას სახით
არამარტო ყოველი ჩვენთაგანი
იგულისხმება, არამედ ყოველი
ჩვენს გვერდით მდგომი,
ჩვენი შვილი, მეზობელი,
თუ ნაცნობი და
თუ რაიმე ადამიანური
შეგვრჩენია ის ცარიელი
ფურცელი, წიგნის ბოლოს
გულით არ გინდა,
რომ ისევ და
ისევ სისხლიანი ისტორიებით
დაიწეროს. ბრილკას ეს
დაუწერელი ფურცელი ყველას
პასუხისმგებლობაა და
მკითხველს გაიძულებს შენი
საკუთარი “ფურცლის წერა”
ცხადად წარმოიდგინო.
მ.ლ.დასაწყისშივე არის ემოციური პასაჟი ბრილკას სახელის შესახებ, ბრილკა, ვინც
"გამოჩდა" შენს წარმოდგენაში და ვინც დიდი სამსახურს გიწევს, - მისი საშუალებით ვითარდება თხრობა.
სახელი, რომელსაც გარკვეული აღმოსავლეთ ევროპის შეფერილობა აქვს, მაგრამ ის არ იწვევს რაიმე ეროვნულობის ასოციაციებს. რომანის პირველი სახელების გამოჩენით, თავად სახელდების მნიშვნელობა საკმაოდ მისტიურად არის აღწერილი (დარია-არია, ნიცა-ცა..) (in
der Sprachen meiner Kindheit nichts bedeutet) “ჩემი
ბავშვობის ენაზე ის
არაფერს არ ნიშნავს” - ამ ფრაზით თითქოს მოიძებნა სახელი, რომელსაც არ აქვს “ეტიმოლოგიური
ტვირთი”. მხოლოდ ასე შეიძლება სხვანაირად
და ახლიდან დაწერო.
("anders und neu (zu) schreiben").
თავად მამა, ე.ი.
ბრილკას დიდი პაპა,
ვისგანაც თხრობა იწყება, მისი გამოკვეთილი ლიტერატურული სახის მიუხედავად უსახელოა, მას მხოლოდ
"ფაბრიკანტი" ქვია. რატომ არ აქვს მას სახელი?
არის ეს გარკვეული პასუხისმგებლობა სახელდების მიმართ, თუ ზოგადად სიტყვების მიმართ?
ნ.ხ. ბრილკა თავიდანვე იყო. ანუ არ ვიცი სად გავიგე ეს სახელი, მაგრამ ჩამრჩა და თავიდანვე ეს გოგო, პერსონაჟად, როცა დავსახე, ასე ვუწოდე მას, თუმცა ეს ზედმეტი სახელი უფროა, რომელსაც ის თავად ირჩევს და ასე უწოდებს თავს. რაღაცნაირი ცარიელი ფურცელივით სახელია, ნაკლებად კონოტირებული, ინფანტილური, თავისუფალი, ასე, რომ მეჩვნება, რომ ბრილკას ეს სახელი უნდა მოხდენოდა და მგონია, ასეც მოხდა.
სახელების მიმართ ყოველთვის საინტერესო დამოკიდებულება მქონდა, განსაკუთრებით იმ პერსონაჟების, რომლებსაც თვეების ან წლების მანძილზე მივყვები, მათთან მაქვს ურთიერთობა, მინდა მათ სახელებს შეერწყან, ან პირიქით, ზოგს გამორჩეული სჭირდება, ზოგს ძალიან ბანალური და ასე. შოკოლადის ფაბრიკანტის შემთხვევაშიც ასე მოხდა, თავიდან მას ჰქონდა სახელი, მაგრამ რადგან იმ ქალაქში მას ყველა ასე მოიხსენიებს, მისი პირადი სახელი მეორეხარისხოვანი გახდა, ანუ ის შეერწყა ამ წოდებას და ასევე დარჩა.
ბრილკას დიდი
პაპა, “ფაბრიკანტი” კონდიტორია,
პირველი მსოფლიო
ომისა და რევოლუციის
მიჯნაზე. მის მიერ
შექმნილი შოკოლადის რეცეპტი
მთელ წიგნს გასდევს
“არომატულ მოტივად”. ის
ნაწარმოებში რომელიღაც ცრურწმენის
ბადეშია გახვეული და
თითქოსდა შოკოლადის არომატის
მიერ გამოწვეულ ეიფორიას
რომელიმე პერსონაჟის პირადი
უბედურება მოჰყვება. საიდუმლო
რეცეპტით დამზადებილი შოკოლადი
წიგნის გატანჯულ გმირებს,
“ფაბრიკანტის” მოდგმას, ტკივილს
ავიწყებს, მაგრამ ამ
გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფნი,
ისინი კიდევ უფრო
მეტად არიან თავისი
დროის შვილები, - სად
იწყება და მთავრდება
თითოეული ადამიანის შესაძლებლობები
ტოტალიტარიზმისა და ისტორიული
ბედუკუღმართობების დროს.
ავტორი მთელი ტექსტის
მანძილზე შორსაა რომელიმე
მორალური შეფასებისაგან. ხარატიშვილის
გმირები თითქოს ამ
არომატს ვერ აცნობიერებენ,
თითქოს რომელიღაც ცოდნას
ვერც იხსენებენ და
ვერც ივიწყებენ.
შოკოლადის პირველი
გამოჩენა ტექსტში არის
ერთგვარი ლიტერატურული ხერხი.
ერთი შეხედვით თითქოს
საკმაოდ ბანალური მოტივი
შემოდის თხრობაში. საბოლოოდ
კი, ეს არომატი
დაუნდობელ ისტორიებში ერთადერთი
ლეგენდაა ყველა გარდასულ
დღეთა, უხსოვარი დროიდან
მოყოლებული, ადამიანის შეგრძნებების
ერთდროულობა, მისი ცოდნა,
ტყუილი და მართალი,
პათოსი და ლოგოსი,
ერთადერთი საზრისი, ადამიანის
ყველა ღირებულებების ეთერული
ველი, რომელი ამ
არომატულ ჰაერთან ერთად
ხარბად გვინდა ჩავისუნთქოთ.იქნებ
ის დაკარგული საიდუმლოა
და ამიტომაა ცრურწმენად
ქცეული? იქნებ ამიტომაც
არ დაარქვა ავტორმა
სახელი მოთხრობილი საოჯახო
ისტორიის პირველ გმირს,
რომ ის ყველაფერ
მანამდე არსებულიდან შემოდის
წიგნის ფურცლებზე? ის
ჯერ არ ეკუთვნის
სასტიკ “მოკლე საუკუნეს”.
გააგრძელეთ კითხვა:
http://einblickgeorgien.blogspot.de/2014/09/iii-normal-0-false-false-false-de-ja-x.html
გააგრძელეთ კითხვა:
http://einblickgeorgien.blogspot.de/2014/09/iii-normal-0-false-false-false-de-ja-x.html
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen