Samstag, 12. März 2011

ჰაინც ფენრიხის ახალი ნაშრომის შესახებ


ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას
ჰაინც ფენრიხის ახალი ნაშრომის შესახებ


მარიკა ლაფაური-ბურკი


ჩვენ რა თქმა უნდა შეგვეძლო ეს წერილი ჩვეულებრივი სტატიის ფორმით დაგვეწერა და მისი სათაურიც შესაბამისი ყოფილიყო, მაგ: „ახალი ნაშრომი საქართველოზე“, ან „ჰაინც ფენრიხის ახალი წიგნი“. ამ შემთხვევაში ჩვენთვის სწორედ ეს „ჩვეულებრივი ღირშესანიშნავობაა“ პრობლემა. ჰაინც ფენრიხის მეცნიერული მოღვაწეობა, მასშტაბი და მისი დამსახურება საქართველოს წინაშე და კავკასიოლოგიაში იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ეპიტეთი, „ცნობილი ქართველოლოგი“, „შესანიშნავი მკვლევარი“, თუ სხვ. თითქოს უხერხულიცაა მისი სახელის გვერდით. ჰაინც ფენრიხი ერთერთი იმ სწავლულთაგანია, როგორი მეცნიერის ტიპიც დღევანდელ დროში და თანამედროვე მეცნიერებაში ნაკლებად იგულისხმება. მისი მრავალმხრივი და სიღმისეული ცოდა, ცნობისმოყვარეობა, კომპლექსური აღქმა მას თავისი კოლეგებიდან უდავოდ გამოარჩევს. ამაში დარწმუნება ადვილია, ფენრიხის ნებისმიერი ნაშრომის მცირე ანალიზიდაც.
ჩვენს გულისტკივილს იწვევს ის რომ, ამ სახელის ხსენებისას უმეტესი ჩვენი თანამოქალაქე ვერანაირ იდენტიფიკაციას ვერ ახდენს, მან არ იცის ვისზე და რაზეა ლაპარაკი. სპეციალისტთა წრეებში ჰაინც ფენრიხის სახელი რა თქმა უნდა დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ მისი სახელი იმსახურებს, რომ ჩვენს ცნობიერებაში კონკრეტული წარმოდგენა გვქონდეს, თუ რა მნიშვნელობისაა ჰაინც ფენრიხის ნამოღვაწარი, ამ წერილის ავტორის გილისტკივილს იწვევს ისიც, რომ გერმანიაში 22 წლის ცხოვრების შემდეგ, აღმოაჩნეს, რომ აქაც, გერმანიაში, მედიის მეინსტრიმი არ მიმართავს კავკასიის და საქართველოს საკითხების გაშუქებისას ისეთ მეცნიერს და მკვლევარს, როგორიც ჰაინც ფენრიხია. მის მაგივრად ხშირად ვხედავთ ერთი და იგივე რესპონდენტებს, ე.წ. კავკასიის ექსპერტებს, რომლებიც თავის კავკასიის ექსპერტობას ამ ერთადერთი კავკასიოლოგიის ფაკულტეტზე რაიმე სემინარებზე დასწრებით ამყარებენ და ფაქტიურად არაპირდაპირ იყენებენ ჰაინც ფენრიხის ნამოღვაწარს თავისი საეჭვო მიზნებისათვის. ჩვენს არაერთ კრიტიკულ წერილში გერმანიის მედიის მიმართ აღგვინიშნავს ეს პარადოქსი. ამიტომაც ჩვენი დღევანდელი წერილი მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ყველა მის ხელთ არსებული შესაძლებელობა ამ დამოკიდებულების გასანჯასაღებლად უნდა გამოიყენოს. ვთვლით, რომ ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ, რომ ჰაინც ფენრიხს ისეთი დამსახურებული პატივი მივაგოთ, რითაც ის ჩვენი მოქალაქეებისთვის მიახლოებით მაინც ცნობიერებაში ასახული იქნება. ჩვენი მცდელობა უნდა იყოს, რომ წინამდებარე ნაშრომი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიამდე არის წარმოდგენილი საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირებისათვის მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჰაინც ფენრიხი ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, იმ მცირე რაოდენობის მეცნიერებს შორის, ვინც კავკასიოლოგია და ქართველოლოგია ინტერნაციონალურ მეცნიერებად გახადა. 1978 წელს დაარსა სამეცნიერო ალმანახი "Gეორგიცა", რომლის მთავარი რედაქტორიც უკანასკნელ წლებამდე თავად იყო. ეს ჟურნალი კავკასიოლოგიისათვის ერთადერთი სამეცნიერო პერიოდიკა არის ევროპაში. სწორედ ამ გამომცემლობის დამსახურებაა, რომ ათეული წლების მანძილზე ქართველი მეცნიერებისათვის ინტერნაციონალურ ასპარეზზე პუბლიცირების საშუალება ჰქონდათ. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენი წინააღმდეგობის გადალხვა დასჭირდებოდა ჰაინც ფენრიხს ამ ჟურნალის არსებობის შენარჩუნებისათვის. ერთერთ ინტერვიუში ის აღნიშნავს: „საბჭოთა კავშირში ქართველები ცნობილნი იყვნენ იმით, რომ ისინი საბჭოეთისადმი განსაკუთრებით ლოიალურობით არ გამოირჩეოდნენ. რუსეთის მხრიდან, მათ ასევე გამუდმებით სეპარატიზმში ადანაშაულებდნენ, რომ მათ საბჭოთა კავშირში არსებობა არ სურდათ. ხოლო, როდესაც ვინმეს ჟურნალის დაარსება სურს, სადაც მხოლოდ ნაწილობრივ ეთმობა ადგილი საბჭოეთს, არ ეძღვნება ის მთლიანად საბჭოთა კავშირს, რა თქმა უნდა ეს პროექტი ეჭვს იწვევდა სეპარატიზმის გაღვივების მცდელობაში“. თავის დროზე საბჭოთა წნეხი და გდრ-ის რეალობა, დღეს იგივე შინაარსით და სხვა ფორმით კვლავ გრძელდება.
ფენრიხი სათავეში ედგა (1986 წლიდან) იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტს, გერმანიაში ერთადერთ ინსტიტუტს კავკასიოლოგიაში რომელიც 1949 წელს ფერდინანდ ჰესტერმანმა დაარსა, შემდეგ ცნობილმა მკვლევარმა გერტრუდ პიჩმა ღირსეულად განაგრძო (1960 წლიდან) ეს საქმიანობა და ჰაინც ფენრიხის ემირიტირების შემდეგ დღეს არსებობას აგრძელებს.

ფართო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიგვაჩნია ჰაინც ფენრიხის ახალი ნაშრომი „საქართველოს ისტორია“, რომელიც გამომცემლობა BRILL-მა გამოსცა (Handbook of oriental Studies. ISBN 978 90 04 18601 9 581 https://www.brill.nl/brochures/clusterHdO10.pdf)

გამომცემლები არიან ცნობილი მეცნიერები დენის სინორი და ნიკოლა დი კოზმო. (ინდიანას უნივერსიტეტი)
ჰაინც ფენრიხის გამოცემები იშვიათ სპეციალურ ლიტერატურას წარმიოადგენს, შესაბამისად ძვირი ღირს და ძირითადად საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში არის ხელმისაწვდომი.
საქართველოს ისტორიის მსგავსი სრული გამოცემა ევროპულ ენაზე აქამდე არ არსებობდა. წინამდებარე ნაშრომი არა მხოლოდ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ეს წიგნი საქართველოს, ორიენტალისტიკის სწავლებისთვის სამაგიდო წიგნია, არამედ იმიტომაც, რომ ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგ, საოცარი სისწრაფით დაიბეჭდა სხვადასხვა წიგნები. ესენი არიან კავკასიოლოგიაში მეტად თუ ნაკლებად ცნობილი ავტორები, ამას გარდა, ისეთი ცნობილი ავტორები, რომლებსაც კავკასიოლოგიაში მანამდე საერთოდ არ უმუშავიათ (მაგ. პროფ. უდო შტაინბახი). ეს გამოცემები აგრძელებენ და კვლავ ემსახურებიან მხოლოდ დადგენილ სტერეოტიპებს და პოლიტიკურ კონიუქტურას. (იხ. ასევე ჩვენი წერილი 24 საათი. 14. 12. 2008)

და ბოლოს გვინდა ავღნიშნოთ, რომ ნაშრომს აქვს სადა მიძღვნა: „ზურაბ სარჯველაძის ხსოვნას.“ ამ წერილის ავტორი არ არის ფილოლოგიური წრიდან და უნდა ვაღიარო, რომ ზურაბ სარჯველაძე ჩემთვის მხოლოდ გაგონილი სახელია. ეს მომენტი კიდევ ერთხელ აღმიძრავს გულისტკივილს, რომ ჩვენ, ერთი მუჭა საქართველოს მოქალაქენი, როგორც ჩანს ერთმანეთს სათანადოდ არ ვაფასებთ.
ჩვენი აპელირებაა, რომ ჰაინც ფენრიხის, როგორ თანამედოვეობის საუკეთესო მკვლევარი კავკასიოლოგიაში უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი იქნას დაფასებული.

იანვარი, 2011 წელი

http://www.presa.ge/new/?m=diaspora&AID=3892

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen