https://www.youtube.com/watch?v=dLVY3fW0QLo
ლამარა შუაქრიშვილი. 88 წლის. დაიბადა და გაიზარდა თბილისში. თავის ბავშვობის მეგობარ, მედეა ქელბაქიანთან ერთად გვიყვება სკოლის, ახალგაზრდობის ამბებს, უნივერსიტეტის პერიოდს, მის მუშაობაზე ქიმიის ინსტიტუტში და მაშინდელ ძეგლთა დაცვის სამმართველოზე. დედას, ნინას - საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელს, მამას, რომელიც როგორც "ხალხის მტერი" გადაასახლეს. ბიძას, ალექსანდრე მაჩაიძეს, რომელიც საქართველოს ლიქიორების შემქმნელი გახლდათ, ლიქიორის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი. იხსენებს პიონერთა სასახლეში ბიჭიკო (ნოდარ) ჩხეიძესთან მეცადინეობებს. კითხულობს ილია ჭავჭავაძის ლექსს "მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული", ავეტიკ ისააკიანის ლექსს, "Всё — суета. Всё — проходящий сон". ნახსენები პირები: გვერწითელი, ქეთო ტუსკია, გურამ საღარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გოგა ციციშვილი, ელიკო ვაჩნაძე, ვერა როდე-ჩიჯავაძე. მასალა შესაძლოა საინტერესო იყოს საარქივო სამუშაოებისათვის, საბჭოთა პერიოდის კვლევებისათვის, "Zeitzeuge" - "დროის მოწმე". ავტორი: მარიკა ლაფაური-ბურკი გამოყენებული მუსიკა: Bill Evans. Valse 1965 / Zura Kurchishvili Night Moon ფოტოების ავტორი: მედეა ქელბაქიანი საკუთარი არქივი © #კარგისახლი #GoodHouse
09.06.20 მარინა კუტუბიძის კომენტარი ფბ-ზე:
მარიკა! რომ იცოდე როგორ გაახარეთ ჩემი 95 წლის დედა, სიტყვებით ვერც კი გადმოგცემთ! ლამარას მამა-სიკო, მისი დები, ლამარას მამიდები: მარო და ოლია, რომლის დაკრძალვაზე იყო წასული ჩემი დედის დედა, ნინა ბებო და 1938 წ.22 თებერვალს ღამით მოვიდნენ ეგრეთ წოდებული ,,ტროიკა" ბაბუის ვარლამ მაღულარიას წასაყვანად. სახლში 8 წლის ბიძაჩემი და 12 წ. დედა იყვნენ და ეძინათ, წამოყარეს ბავშვები და რაც იქ დატრიალდებოდა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ბაბუა 22 ში დაიჭირეს 23 თებერვალს (день советской армий) გამოასალმეს სიცოცხლეს. 2 კვიდა ოჯახს ,,პერედაჩები" აგზავნინეს და..... ეს უკვე სხვა ისტორიაა! იმ ღამეს ნინა ბებო სახლში რომ ყოფილიყო, მასაც დააპატიმრებდნენ! მოკლედ ლამარა შუაქრიშვილის უმცროსი მამიდა ვარიჩკა, რომელსაც დიდიან-პატარიანა ვარიჩკას ვეძახდით, იყვნენ ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები! ერთ ერთ ფოტოზე, სწორედ ვარიჩკას ანუ ლამარას მამიდის, მამიდაა კეკე შუაქრიშვილი, თავის მეუღლესთან, დავით ოსაძესთან და შვილებთან, ჩემს ნინა ბებოსთან და მის ძმა-ალექსანდრესთან! შემდეგ ორ ფოტოეზე, დედა ჩემი ლელი და ვარიჩკა და ა.შ. არსენას ქუჩის გაგრძელება, თხინვალის 4, ორ სართულიანი ტიპიური თბილისური აივნებით, მეორე სართულზე ასული ვენახით, ძალიან ტკბილად და სიყვარულით მაგონდება. შუაქრიშვილების ოთხი დედმამის შვილიდან, ჩემი ნინა ბებო, ყველაზე ახლოს იყო ვარიჩკასთან. თურმე ბაბუაჩემს ვარლამს ნინა ბებო და ვარიჩკა უნდა წაეყვანა საზღვარ გარეთ, როცა საქართველოში ,,გასაბჭოება" მოხდა და რაღაც წუთებით გაუსწრია ბათუმიდან გემს! ვარიჩკა ისე ყვებოდა ამ ამბავს, ერთ მოსმენად ღირდა. ნამდვილი (ნაღდი) თბილისური ოჯახი და სანათესაო. მე როცა კონსერვატორიაში ვაბარებდი, მაშინ მუს.საგნების გარდა კიდევ ითხი საგანი ბარდებოდა და ყოველი გამოცდის შემდეგ, გრიბოედოვის 5 ნომერთან, ჩემი მეგობრის მაია მამარდაშვილის სახლის ქვემოთ სარდაფში, გაზიანი სასმელების საწყობი-ნაღაზია იყო და ჩასასვლელი კიბეების მოაჯირზე, მხვდებოდნენ ვარიჩკა ქოლგით ხელში და თერმოსით, ხან კაკაო ,,ბულოჩკებით" ჩამოქონდა, დედასთვის, ხან ყავა! სულ პირველ გამოცდაზე ვარიჩკა რომ ,,ჩამოკუსკუსდა" უკან მოყვა ფეხდაფეხ ლამარა ქოლგით, - ლელი ისე ღელავდა ვარია, ქოლგა დაავიწყდაო. იყო ერთი ქომაგობა, ქულების დათვლა გამოკრული სიების წაკითხვა, რაშიც ვარიჩკა უპირობოდ მონაწილეობდა. არასდროს დამავიწყდება 4 დეკემბერი-ბარბარობა, ახალი სტილით, ვარიჩკა ამბობდა-მართალია მე ძველი ყაიდის ადამიანი ვარ, მაგრამ ახალ დროსაც უნდა გაუსწორო ფეხიო და 4 დეკემბერს იხდიდა ყოველთვის. იყო ერთი სითბო, სი
ყვარული. ისეთ სუფრებს შლიდა, სულ ნაირ-ნაირი და უცხო აჭმელები და მურაბები ქონდა. დღემდე მახსოვს ვარიჩკას სამურაბე ვაზები, შესაბამის მურაბას, შესაბამისი ვაზა ქონდა განკუთვნილი. პირველად და მგონი აღარსად გამისინჯავს ვარიჩკას მეტი, ბადრიჯნის და პომიდვრის მურაბები და რა თქმა უნდა ლამარა ტრიალებდა თავისი საყვარელი მამიდის დასახმარებლად. სიკო, ლამარას მამა და მამაჩემი ცალკე გააბავდნენ ლაპარაჯს და ,,გამოცდილებას" უზიარებდნენ, ორივეს ზაპოროჟეცები ყავდათ. ჯუანშერი ლამარას ძმა და ბიძაჩემი ვახტანგი, თავისი ოჯახით, ვარიჩკას და-მარო, რუსიკო, პატარა ქეთი და ვარიჩკას უსაყვარლესი თეთრი ბალონკა თუ პუდელი-ვივიკო, რომელსაც წინსაფარს გაუკეთებდა და თავისი ანუ ვივიკოს განკუთვნილი თეფშიდან, კოვზით აჭმევდა! იმხელა სითბო, სიყვარული მოდიოდა შუაქრიშვილების მამა-პაპისეული სახლიდან, რომ დღემდე შემომრჩა. ამას წინათ მომიწია არსენას ქუჩაზე გავლა, სადღაა ძველი სახლი, ეზო, ყურძენი, მგონი ძაღლყურძენა ერქვა, ნაყოფი ანუ მტევნები კი ესხა, მაგრამ არ იჭმეოდა. რაზეც ვარიჩკა ამბობდა, მართალია საჭმლად არ ვარგა, სამაგიეროდ არაჩვეულებრივი საჩრდილობელია ზაფხულშიო. იმდენად იმოქმედა, გავაჩერე მანქანა და ფიქრებით მოვეფერე იმ დროს და იმ ადამიანებს, ვინც იმ სახლში ცხოვრობდნენ. ამხელა სანათესაოდან, მხოლოდ ლამარა, დედაჩმი და ტკბილი მოგონებები შემორჩა. დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ორივეს! P. S. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს-ო!
https://www.facebook.com/marina.kutubidze/posts/4112433342130871 ყვარული. ისეთ სუფრებს შლიდა, სულ ნაირ-ნაირი და უცხო აჭმელები და მურაბები ქონდა. დღემდე მახსოვს ვარიჩკას სამურაბე ვაზები, შესაბამის მურაბას, შესაბამისი ვაზა ქონდა განკუთვნილი. პირველად და მგონი აღარსად გამისინჯავს ვარიჩკას მეტი, ბადრიჯნის და პომიდვრის მურაბები და რა თქმა უნდა ლამარა ტრიალებდა თავისი საყვარელი მამიდის დასახმარებლად. სიკო, ლამარას მამა და მამაჩემი ცალკე გააბავდნენ ლაპარაჯს და ,,გამოცდილებას" უზიარებდნენ, ორივეს ზაპოროჟეცები ყავდათ. ჯუანშერი ლამარას ძმა და ბიძაჩემი ვახტანგი, თავისი ოჯახით, ვარიჩკას და-მარო, რუსიკო, პატარა ქეთი და ვარიჩკას უსაყვარლესი თეთრი ბალონკა თუ პუდელი-ვივიკო, რომელსაც წინსაფარს გაუკეთებდა და თავისი ანუ ვივიკოს განკუთვნილი თეფშიდან, კოვზით აჭმევდა! იმხელა სითბო, სიყვარული მოდიოდა შუაქრიშვილების მამა-პაპისეული სახლიდან, რომ დღემდე შემომრჩა. ამას წინათ მომიწია არსენას ქუჩაზე გავლა, სადღაა ძველი სახლი, ეზო, ყურძენი, მგონი ძაღლყურძენა ერქვა, ნაყოფი ანუ მტევნები კი ესხა, მაგრამ არ იჭმეოდა. რაზეც ვარიჩკა ამბობდა, მართალია საჭმლად არ ვარგა, სამაგიეროდ არაჩვეულებრივი საჩრდილობელია ზაფხულშიო. იმდენად იმოქმედა, გავაჩერე მანქანა და ფიქრებით მოვეფერე იმ დროს და იმ ადამიანებს, ვინც იმ სახლში ცხოვრობდნენ. ამხელა სანათესაოდან, მხოლოდ ლამარა, დედაჩმი და ტკბილი მოგონებები შემორჩა. დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ორივეს! P. S. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს-ო!
ფოტოები: მარინას კუტუბიძის არქივი
ვარიჩკა და დედაჩემი!
ჩემი ბაბუა, ვარლამ მაღულარია! რომელიც წარმოშობით ბურნათიდან იყო და 14 წ.ბიძამ წაიყვანა რუსეთში, სადაც რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო. იყო სოც.დემოკრატიულ პარტიის წევრი, დაიჭირეს და დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ დამართნია ტიფი და გონებიათ რომ გარდაიცვალა და პროზექტურაში ,,ჩააგდეს" კრიზისიდან რომ გამოსულა, ხედავს მორგშია მკვდრებთან. დაძახების ძალა არ ქონია და ,,ნარიდან" ჩამოვარდნილა ,,ჩასავოის" რომ გაუვლია, ხმაური აუტეხია.,,мертвый воскрес"ო და დახვრეტის მუხლი, შეუცვლიათ მუდმივი ,,კატორღით" მონაყოლი და სიტყვები დედაჩემის😍გაუგზავნიათ-на золотые прииски, სადაც მოუსწრო ოქტომბრის რევოლუციამ და გაანთავისუფლეს, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე 38 წ. 40 წლის ასაკში ეგრეთ წოდებულმა ,,ტროიკამ" დახვრიტა. ოჯახს ომის შემდეგ გამოუგზავნეს ცნობა, ვითომ 42 წ. გადასახლებაში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. სიმართლე ამ ათიოდე წლის წინ გაირკვა, როდესაც დაიწყეს რეაბილიტირებულების ოჯახების ფულადი კომპენსაცია. 1900 ლარად იქნა ადამიანის სიკვდილი შეფასებული. ამის ქვემოთ თანხა იკლებდა შესაბამისად პატიმრობაში გატარებული წლებთან! ნეტავ რა თანხით შეიძლება ადამიანის სიცოცხლის შეფასება?!
ჩემი დიდი ბებია, ანუ ლელიკოს ბებია- კეკე შუაქრიშილი, ბაბუა- მეღვინე, პირველი გილდიის წოდების, დავით ოსაძე-დეზერტირის ბაზრის მოპირდაპირე მხარეს, პასაჟის ქუჩის გადაღმა, კუთხის სახლი, თამარ მეფეზეც გამოდის მისი აშენებულია! ყოფილი კინო კოლხეთამდე ეხლა რომ ,,პასაჟია" ანუ თავისი საცხოვრებელი სახლის პირდაპირ, აუშენებია გლეხთა სასტუმრო და თავლა, (იმ დროს, სოფელში ურმებით და ცხენებით, ხოლო ქალაქში ფაეტონებით გადაადგილდებოდნენ) დედა იგონებს დედამისის მონათხრობიდან- სტალინის პირველი ცოლი სვანიძე, თურმე დავით ოსაძეს ანუ დიდ ბაბუას ენათესავებოდა და სტალინს მალავდა თავის სახლში. ამის შესახებ დაუბეზღებიათ ,,მეფის ოხრანკისთვის" მოსულა ,,გარადავოი" ზარბაზნით და უნდოდათ სახლის აფეთქება. მაშინ დავით ოსაძეს ჩამოუკიდია თავისი ,,ჟინჟღილები"😍 პირველი გილდიის ნიშანი, გადადგომია ზარბაზანს და უთქვამს-მაგენი მე ვაჭარს და მესაკუთრეს მებრძვიან და სტალინს და მისნაირებს როგორ შევიფარებო და ასე გადაურჩენია სტალინი. სამაგიეროდ სტალინმა და მისმა წყობილებამ, გამოასალმეს სიცოცხლე ბაბუაჩემს, ვისმა სიმამრმაც თავის დროს, სტალინი გადაარჩინა და კიდევ რამდენია ასეთი ტრაგიკული ფურცელი საქართველოს უსტორიაში. კიდევ ერთი დიდ ბაბუაზე: პირველი ცოლი ანუ ნინა ბებოს დედა კეკე, ადრე გარდაცვლილა. დარჩენია სამი შვილი, მარიამი ნინა ბებო და ალექსანდრე, რომელიც აგრეთვე ადრე გარდაცვლილა! (ფოტოზე დავით ოსაძეს კალთაში ალექსანდრე უზის, გვერდით, ჩემი ნინა ბებო) რევოლუციის შემდეგ რა თქმა უნდა ყველაფერი ჩამოართვეს დავით ოსაძეს. ქალიშვილებს მეორე სართულზე დარჩათ ბინა, თვითონ კი ირჩია მესამე სართულის არც თუ ისე კეთილმოწყობილი ერთი ოთახი. ერთ დღეს დაემართა ინსულტი, ხელ-ფეხი წართმევია, მხოლოდ თვალებით შეეძლო ენიშნებინა რაუმე. როგორღაც მეორე ცოლისთვის გაუგებინებინა რომ ქალიშვილებისთვის დაეძახა, მაგრამ უკვე მეტყველება წაერთვა და რაც გაარჩიეს ეს ორი სიტყვა იყო თურმე-კედელი, ოქრო! რა თქმა უნდა ვერც კედელი და შესაბამისად ოქრო ვერ მოიძებნა. მოხდა რევოლუცია, შემდეგ 37 წელი, ამას მოყვა სამამულო ომი და ამისთვის აღარავის სცხელოდა. ან უკვე დიდი ხანია ვიღაცამ იპოვა და გამდიდრდა ან როცა იქნება რომ დაანგრევენ მაგ სახლს, შეიძლება მაშინ გამოაჩინოს დავით ოსაძის ოქრომ თავი!!!
ნინა ბებო და მისი ძმა, ალექსანდრე, რომელიც ადრე დაიღუპა! |

აქაც ვარიჩკა და ლელიკო! |
Plan your Georgia private tour with Exotour.
AntwortenLöschen