რას წერენ გერმანელი მეცნიერები საქართველოს კონფლიქტების შესახებ
ერთი სტატიის მაგალითზე
ნანა ჭელიძე ჟაკი
მარიკა ლაფაური-ბურკ
საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთ ევროპაში ბევრი სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. ჩვენ დიდი Yყურადღებით ვადევნებთ თვალყურს გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს ამ თემასთან დაკავშირებით. ტრადიციულად, გერმანიის როლი ამ კრიზისის დაძლევაში თუ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში დიდია. ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თითოეული გამოქვეყნებული მასალა, სამეცნიერო დასკვნა, სხვადასხვა ფორუმები თუ კონფერენციები. ყველაფერი ის, რაც საქართველოს და კავკასიის თემას ეხმაურება.
ერთი პერიოდი ჩვენთან სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ საქართველომ ინფორმაციული ომი მიოგოო. საინტერესოა რას ვგულისხმობთ ინფორმაციულ ომში, მხოლოდ იმას დაბომბილი გორის სურათებმა რომ მოიარა მთელი გერმანული პრესა? ჩვენ არა გვაქვს საშუალება სხვადასხვა ქვეყნებში ასეთი ინტენსიურობით მივადევნოთ თვალი მედიას და ამიტომ მხოლოდ გერმანიის მაგალითზე ავღნიშნავთ, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობა სახარბიელოდ არ გამოიყურება.
სავალალოა ის ფაქტი, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს თემაზე ინფორმაციული ფონი ყოველთვის ძალიან მწირი იყო, რის შედეგებსაც ეხლანდელ გამწვავებულ მდგომარეობაში განსაკუთრებით თვალნათლივ ვხედავთ.
აქ ერთი მხრივ პრობლემა გვაქვს იმასთან, რომ ქართული სამეცნიერო წყაროები თითქმის არაა ხელმისაწვდომი, არსებობს მცირე მხოლოდ დაინტერესებულ ვიწრო წრეებზე გათვლილი პუბლიკაციები. საშუალო გერმანელი ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ისტორიის შესახებ იღებს ყველასგან, მხოლოდ არა ქართველი ისტორიკოსებისგან. ასევე ცოტაა ბილატერალური პროექტები სამეცნიერო დონეზე, აქ მოღვაწე აქტიურ საზოგადოებებს (ლილე ჰამბურგში, გეოფორუმი ფრანკფურტში და ცალკეული პიროვნებები) აქვთ ძალიან შეზღუდული საშუალებები. მეორეს მხრივ, ბოლო დროს კავკასიოლოგიის ფაკულტეტებიც დაიხურა და ამ დარგში ცოტა სპეციალისტები მუშაობენ. ეს უკანასკნელნი კი, რა თქმა უნდა პირველ რიგში მხოლოდ თავიანთ კვლევებს უწევენ ლობირებას. 90-იანი წლებიდან მოიმატა გერმანულენოვანი ავტორების წიგნებმა თუ პუბლიკაციებმა. ბევრი მათგანი შეიცავდა დამახინჯებულ ინფორმაციებს. (თუნდაც ქალბატონი გაბრიელე კრონე-შმალცის გამოცემები რად ღირს, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საზოგადოებრივ აზრს ქმნის!) ჩვენ ადრეც მიგვიმართავს საქართველოს წარმომადგენლებისათვის, რომ კვალიფიციური პასუხი გაეცათ მსგავს პუბლიკაციებზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა და ორგანიზებულად შეეცადოს ამ ხარვეზებისა და ვაკუუმის გამოსწორებას.
ეს წერილიც ამ ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა, სადაც გვინდა გაგაცნოთ გერმანელი მეცნიერისა და კავკასიის საკითხებში ეუთოს მრჩეველის მარიეტა ქიონიგის ერთ-ერთი სტატია. ქალბატონი ქიონიგი მიწვეულია ყველა კონფერენციაზე, ბოლო წლებია აქვეყნებს საქართველოზე სტატიებს. მისი შეხედულებები და თეზისები გერმანიაში განიხილება, როგორც სტანდარტი საქართველოს საკითხების შეფასებისას. (დამატებითი ინფორმაცია: წწწ.ცორე-ჰამბურგ.დე)
ეს სტატია იმითაც არის საინტერესო, რომ იგი დაიბეჭდა ახლად გამოსულ წიგნში, რომლის ავტორია ცნობილი ისტორიკოსი უდო შტაინბახი.(გამომცემლობა ჩ.H.Bეცკ ოHG, Müნცჰენ 2008 IშBN 9783406568008 Der Kaukasus Geschichte-Kultur-politik, თანაავტორია მარი-კარინ ფონ გუმპენბერგ, Pოლიცყ ჩენტრალ Aსია ინ Müნცჰენ- ის ხელმძღვანელი და ეუთო-ს მისიის თანამშრომელი საქართველოში) ბატონი შტაინბახი ისლამის ცნობილი სპეციალისტია, აქედან გამომდინარე მისმა ახალმა წიგნმა გამოსვლისთანავე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, ჩვენც მაშინვე შევიძინეთ ეს წიგნი და აღმოვაჩინეთ, რომ ეს არის მხოლოდ სტატიების კრებული და არა ბატონი შტაინბახის საავტორო ნამუშევარი. სტატიების ავტორები არიან საქართველოსთან დაკავშირებით უკვე გერმანიაში კარგად ცნობილი ავტორები. მისასალმებელი ფაქტია ის, რომ ბატონი შტაინბახი კავკასიის კულტურაზე აკეთებს ერთ-ერთ აქცენტს. მიუხედავად ამისა, წიგნში ახალს ვერაფერს ამოიკითხავთ, ეს ავტორები და მათი პოზიციები კავკასიის თემით დაინტერესებულ პირთათვის დიდი ხანია ცნობილია. ასევე, გაურკვეველია ბატონი შტაინბახის დამოკიდებულება თვითონ შინაარსთან, თუ რამდენად ეთანხმება ის თავისი სახელით გამოქვეყნებულ წიგნში ავტორებს. გვინდა მივანიშნოთ, რომ ავტორები მხოლოდ სტატიის ბოლოს მოიხსენიებიან და არა სარჩევში. ეს დეტალი ამძაფრებს შთაბეჭდილებას, რომ ბატონი შტაინბახი საზოგადოებისათვის წიგნის ავტორად მიოაზრება. წიგნის ანონსში მითითებულია, რომ ეს კავკასიის საკითხებში „სტანდარტი“ და „სამაგიდო წიგნია“. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ბატონი შტაინბახის განზრახვა ეჭვის ქვეშ დავაყენოთ, მთლიანობაში მისი დამოკიდებულება კავკასიის საკითხების მიმართ, როგორც ჩანს ნეგატიური არ უნდა იყოს. მაგრამ გვიჩნდება კითხვა რამდენად შეიძლება ერთი ავტორი აერთიანებდეს ასეთ სხვადასხვა პოზიციებს? რა მიზანს ემსახურება ერთი და იგივე ავტორების ეხლა სხვა და უფრო წარმომადგენლობით ფორმატში შეფუთვა? და რაც მთავარია მივმართავთ ქართველ სპეციელისტებს, - რისი ბრალია, რომ მსგავს თუ სხვა გამოცემებში ქართველი მეცნიერების ნაშრომები ვერ პოულობს ადგილს? არის თუ არა საქართველოს მხრიდან გამოხმაურებები სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ დონეზე დასავლეთში მიმდინარე პროცესების მიმართ? რას ვაკეთებთ ჩვენ სერიოზულად საზოგადოებრივი აზრის განვითარებისათვის? რა ორგანიზირებული მუშაობა მიმდინარეობს ამ სფეროში? (ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს გამოცემები, თარგმანები, პუბლიცისტიკა)
დავუბრუნდეთ ქ-ნი მარიეტა ქიონიგის ამ სტატიას. სტატია დაყოფილია ქვესათაურებად. ჩვენ მოვიყვანთ რამოდენიმე ნაწყვეტს.
„სამხრეთ ოსეთის გადაუჭრელი პრობლემები
(არამდგრადი სამშვიდობო შეთანხმება) 1990-იან წლებში კავკასიაში გაჩაღებულმა ომებმა საბოლოოდ დაამსხვრია აქამდე არსებული რომანტიული მითები ამ რეგიონის შესახებ. კავკასია ოდითგანვე ხომ „ენების მთად“ იწოდებოდა, სადაც 40-მდე განსხვავებული ეროვნების მოსახლე 60-მდე ენაზე საუბრობს და ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრობს. ეს მშვიდობა კი საბოლოოდ მაშინ დაირღვა, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაციონალისტური პოლიტიკის შედეგად საზღვრების ხელოვნური გადაწევა განხორციელდა.
ამ პროცესების შედეგად კი განსაკუთრებით ოსი ხალხი დაზარალდა. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად ოსი ხალხი საბოლოოდ შუაზე გახლეჩილი აღმოჩნდა საქართველოსა და რუსეთს შორის.
(უნდა აღინიშნოს რომ ამ მოსაზრებას ორად გაყოფილ ოს ხალხზე ხშირად გაიგონებთ გერმანიაში. მთარგ.) მომდევნო 70 წლის მანძილზე საბჭოთა დიქტატურის პირობებში ეთნიკურ-ტერიტორიალური დაპირისპირებები თუმცა ფარულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა.
Mმოსალოდნელი ასიმილაციის და გაუცხოების შიშით ინსპიცირებულ კონკურენციებს ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ გავლენის სფეროების გადანაწილებაზე დაემატა საბჭოთა ხელისუფლების მუდმივი მცდელობები გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთი როგორც კოზირი საქართველოს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი თავისი ტერიტორიალური პოზიციების გაძლიერებას შეეცადა, რასაც ქართველების მხრიდან წინააღმდეგობები მოჰყვა. გაჩაღდა საომარი მოქმედებები. ოფიციალურად ქართულ-ოსური კონფლიტი 1992 წლის 24 ივნისს სოჭში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით და 2004 წელს განახლებული ხელშეკრულებით გადაჭრილად ითვლება. მიუხედავად ამისა, შეიარაღებული კონფლიქტები მუდმივად მიმდინარეობს. სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი კი 2007 წლამდე გადაუჭრელი დარჩა.
ოსი ხალხის ეთნოგენეზისი. კონფლიქტი ქართველებსა და სამხრეთ ოსებს შორის ისტორიულად ღრმად ფესვგამდგარ ეთნო-ტერიტორიალურ დაპირისპირების შედეგია, ის ეფუძნება ამ ორ ერს შორის არსებულ ეთნიკურ, ტერიტორიალური და კულტურულ-ანთროპოლოგიურ განსხვავებულობას. ამით აიხსნება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის განსახლების და ძალაუფლების დემონსტრირების მიმდინარე პროცესები.
შემდეგ ავტორი მოკლედ მიმოიხილავს ოსური ენის ჩამოყალიბების პროცესებს.
და აღნიშნავს, რომ „ 1954 წლიდან ოსური ენის დამწერლობა კირილიცაზე იქნა აგებული, მანამდე კი საქართველო და რუსეთი წლების მანძილზე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ენობრივი გავლენის მოსაპოვებლად და ცდილობდნენ ახლადშექმნილ ოსურ დამწერლობისათვის თავს მოეხვიათ შესაბამისად ხან ქართული და ხან რუსულ ანბანი.“
(გაუგებარია რას ნიშნავს „მანამდე“. მთარგ.)
შემდეგ გრძელდება:
„...მათ (ოსების) ეთნოლოგიური და ენობრივ-ავტოხტონურ განსაკუთრებულობას ემატება ისიც, რომ ოსები ძირითადად ქრისტიანები არიან და ჩრდილოეთ-კავკასიის მუსულმან ერების ეროვნულ განმანთავისუფლებელ ბრძოლებში, რომელიც მე-19 საუკუნში ცარისტული რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, ისინი მონაწილეობას არ იღებდნენ. Oოსები საკუთარი თვითგამორკვევისათვის იბრძოდნენ სამხრეთ კავკასიაში ქართველების წინააღმდეგ და ამ ბრძოლის ფონზე მუდმივად ცდილობდნენ რუსეთისგან მხარდაჭერა მოეპოვებინად. აქედან გამომდინარე ოსები რუსების „ყმებად“ მოიაზრებოდნენ და დიდი ხნით იზოლაციაში იმყოფებოდნენ.“
ქართული საზოგადოებისათვის ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება ქვესათაური „კონფლიქტის ისტორიული განვითარება“, ამიტომ ამ თავს მთლიანად მოვიყვანთ:
„მაშინ როდესაც სამხრეთ ოსები თავიანთ ჩრდილოეთ კავკასიაში საუკუნეების მანძილზე მცხოვრებ წინაპრებზე მიუთითებენ და თავიანთი განსახლებისა და ავტონომიურ უფლებებს ამით ასაბუთებენ, საქართველო მათ მოთხოვნებს სამაჩაბლოდ წოდებულ
(სამაჩაბლო ასე უწოდებენ ამ რეგიონს წლების მანძილზე აქ გაბატონებული თავადის სახელის მიხედვით) შიდა ქართლში (შიდა ქართლი რეგიონია ჩრდილოეთ საქართველოში) კატეგორიულად უარყოფს. (გვინდა ავღნიშნოთ, რომ „სამაჩაბლო“ აქ ხშირად განსაკუთრებულ კონტექსტში მოიხსენიება, - როგორც რეგიონი, სადაც ქართველი თავადი იყო გაბატონებული. მთარგმნ.) საქართველოს არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტები, რომ ოსები რუსეთის სამხრეთ საზღვარზე პირველად მე-17 საუკუნეში დასახლდნენ და აქედან გამომდინარე ამ რეგიონში „სტუმრები“ არიან და რომ ოსეთი მე-19 და მე-20 საუკუნეებში ხელმეორედ იქნა გაყოფილი საქართველოსა და რუსეთს შორის და ამდენად სამხრეთ ოსეთი როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული არ არსებობდა.Oოსეთის სამხრეთ ნაწილი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ქართველი თავადების მმართველობის ქვეშ იყო, ჩრდილოეთ ნაწილი კი რუსეთის ადმინისტრაციულ ერთეულების დაქვემდებარებაში შედიოდა. იმ დროისთვის ოსები ყველაზე გაჭირვებულ ფენას წარმოადგენდნენ, ხშირი იყო გლეხთა ამბოხებები, რომლებიც უმეტესად მარცხით სრულდებოდა. 1918 წლის 22 აპრილს (შეცდომა არაა, 22 აპრილია ტექსტში მითითებული. მთარგმნ.) ისარგებლა რა რუსეთში რევოლუციური არეულობებით საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რითაც ოსეთის გაყოფის საკითხი საბოლოოდ იქნა დაგვირგვინებული.
ამას მოჰყვა რიგი აჯანყებებისა 1918-1920 წლებში, რომლებიც ქართულმა ჯარებმა სისხლში ჩაახშვეს. მხოლოდ 1920 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით 5.000 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 20.000 ოსმა კი სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთს შეაფარა თავი.
1922 წელს სამხრეთ ოსეთს ავტონომიური ოლქის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში. ხოლო ჩრდილოეთ ოსეთმა 1936 წელს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო რუსეთის ფედერაციის ფარგლებში. ასეთი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი დაყოფა საბჭოთა კავშირის დაშლის მერეც შენარჩუნებული იქნა.
1989 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერით
საქართველოში ცხოვრობდა 164.000 ოსი, ამათგან სამხრეთ ოსეთში 65.000, (მთლიანად სამხრეთ ოსეთში 98.000 მაცხოვრებელი იყო).
ამჟამად არ არსებობს დაზუსტებული რიცხვები მოსახლეობის რაოდენობისა და ეთნიკური დაჯგუფებების შესახებ.“
ჩვენი სურვილი იქნებოდა, საქართველოს მხარემ სერიოზულად იმუშაოს საზოგადოების ინფორმაციის თვალსაზრისით, ხელი შეუწყოს მთარგმნელობითი მუშაობის განვითარებას, დაამყაროს მეტი კონტაქტები დასავლეთ ევროპის სპეციალისტებთან, ჩატარდეს ფორუმები, ამასთან დაკავშირებით ყურადღება მიექცეს კომუნიკაციის კულტურულად წარმოებას, მოიწვიონ ეს სპეციალისტები, წააკითხონ მათ ლექციები საქართველოშიც. განვითარდეს და გაძლიერდეს უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირების პროგრამები. ჩვენი აზრით განათლების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს და ახლად შექმნილი დიასპორის სამინისტროს უწყებები აღჭურვილი უნდა იყოს სოლიდური ბიუჯეტით. შეიქმნას სისტემები, რომ გეგმაზომიერად მიმდინარეობდეს მუშაობა, გამოიყენონ დასავლეთში მცხოვრები ქართველების კონტაქტები და ურთიერთობების გამოცდილება, რომლებმაც ცხოვრების ადგილის მიხედვით ამ ქვეყნების მენტალიტეტსაც კარგად იცნობენ, რაც კარგი ორიენტირი შეიძლება იყოს. ჩვენი აზრით, საქართველოს მომავალი მხოლოდ მისი განათლების და კულტურული ინსტიტუციების სისტემების განვითარებაში უნდა იყოს. ეს ალბათ ერთერთი მნიშვნელოვანი გზაა საქართველოს მომავლისათვის და არა ძალოვანი სტრუქტურების განვითარება. (ეს თავისთავად, მაგრამ არა ამ კატეგორიების ხარჯზე). იმედი გვაქვს, ქართველი სპეციალისტები გამოეხმაურებიან ამ წერილს. თუ რომელიმე ქართველი სპეციალისტი მოისურვებს არგუმენტირებული პასუხის გაცემას ამ წერილზე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საქართველოს დიასპორასთან ურთიერთობის სამინისტროს საშუალებით.
დეკემბერი 2008
სტატია გამოქვეყნებულია გაზეთ "24 საათი"-ში 14.12.08
მარიკა ლაფაური, ფრანკ ტრემელი, საქართველო, ფილოსოფია, არქიტექტურა, მედია, პოლიტიკა, ატენი, სიონი, კისისხევი, მუსიკა, საგალობელი, Musik, Dr. Frank Tremmel, Marika Lapauri-Burk, sakartwelo, einblick Georgien, Kaukasus, caucasus, Tiflis, Sakartvelo, Tbilissi, georgisch, Tourismus, georgische Sprache, Kutaissi, Nachrichten aus Georgien, Medien, Geschichte Georgiens, georgische Kultur, philosophie, Giwi Margwelaschwili, Film und Theater, Traditionen, Kulturantropologie, Literatur, Lile e.V.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen