Montag, 20. Dezember 2010

მელიტონ ბალანჩივაძე - გახსენება







24 დე­კემ­ბერს მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს 148 წე­ლი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ეს არ არის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი, მაგ­რამ ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ესაა:

სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღამ­დე დრო ჯერ კი­დევ არის და იმე­დი გვაქვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ისე მო­ემ­ზა­დე­ბა, რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოღ­ვა­წეს - მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს შე­ე­ფე­რე­ბა.

დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ფურ­ც­ლე­ბის გულ­დას­მით გა­და­ფურ­ც­ვ­ლა, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მყოფ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე მოგ­ვითხ­რო­ბენ.

ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ის­ტო­რი­ის კა­ტაკ­ლიზ­მებს შო­რის მოქ­ცე­ულ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლომ თით­ქოს ბუ­ნე­ბის რა­ღაც ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით შვა მთე­ლი თა­ო­ბა, რო­მელ­მაც უფ­ს­კ­რუ­ლის პი­რას მყო­ფი ქარ­თუ­ლი იდე­ის კი­დევ ერ­თხელ გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო. თუ­კი ჩვენს კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ში დღე­ის­თ­ვის რა­ი­მე ხელ­მო­სა­ჭი­დი ფა­სე­უ­ლო­ბა და სუ­ლი­ე­რე­ბა არ­სე­ბობს, ეს ამ დი­დი მოღ­ვა­წე­ე­ბის თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მის, ენ­თუ­ზი­აზ­მის, თავ­გან­წირ­ვი­სა და იდე­ი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბის შე­დე­გია. სამ­წუ­ხა­როდ, ამ თა­ო­ბას არ დას­ცალ­და ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს შე­სატყ­ვი­სი ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ისეთ შრე­ე­ბამ­დე შე­მო­ტა­ნა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღეს საყ­რ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

..."ძალ­ზე მოკ­ლედ თუ ვიტყ­ვით, მი­სი (იგუ­ლის­ხ­მე­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე. ავ­ტო­რი) ძა­ლის­ხ­მე­ვა წარ­მო­ად­გენს დრა­მა­ტულ მცდე­ლო­ბას იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ის ნაფ­ლე­თე­ბი­სა­გან, პრე­ტე­რის­ტუ­ლი თუ ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ილუ­ზი­ე­ბი­სა­გან, ის­ტო­რი­უ­ლი ძა­ლე­ბის ნაშ­თე­ბი­სა თუ ოპ­ტი­მიზ­მის სუს­ტი და, ხში­რად, ილუ­ზო­რუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­სა­გან ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის იდეა აგე­ბუ­ლი­ყო..."(ზ. ფი­რა­ლიშ­ვი­ლი. «ილია: ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი და პი­როვ­ნე­ბა").

ვფიქ­რობთ, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწო­რედ ამ პე­რი­ო­დის სუ­ლი­ე­რე­ბას და დი­ნა­მი­უ­რო­ბას ვერ შე­იგ­რ­ძ­ნობს სა­თა­ნა­დოდ, ჩა­ჭი­დე­ბუ­ლია რა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ლი­ბე­რა­ლიზ­მის პოს­ტუ­ლა­ტებს, უხე­შად მა­ნი­პუ­ლი­რებს ამ ცნე­ბე­ბით და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მად აქ­ცევს მას.

ჰო­მო სო­ვი­ე­ტი­კუ­სის ძერ­წ­ვის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისეთ ის­ტო­რი­ულ ნაპ­რა­ლებ­ში მო­ექ­ცა, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ მი­თო­ლო­გი­ზე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­ღა ასაზ­რ­დო­ებ­და მის ნე­ბე­ლო­ბას. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში თან­და­თა­ნო­ბით გა­ნი­დევ­ნა ის ავან­გარ­დუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ენ­თუ­ზი­ას­ტუ­რი სუ­ლი, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უკ­ლებ­ლივ ყველ­გან სუ­ფევ­და.

"მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი ბა­თუმ­ში და კა­ციშ­ვილს არ გას­ჩე­ნია აზ­რი, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის მო­ე­ყო­ლა, ვის სა­ხელს ატა­რებ­და სკო­ლა..."- ვკითხუ­ლობთ ვინ­მე და­ვი­თის ჩა­ნა­წერს ქარ­თულ ვებ­გ­ვერ­დ­ზე. ბა­თუ­მის სას­წავ­ლე­ბე­ლი ერთ-ერ­თია მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის და­არ­სე­ბულ სკო­ლებს შო­რის. ეს სევ­დის­მომ­გ­ვ­რე­ლი კო­მენ­ტა­რი მიგ­ვა­ნიშ­ნებს სწო­რედ იმ სი­ცა­რი­ე­ლე­ზე, რომ­ლის ამოვ­სე­ბას ვე­რა­ნა­ი­რი გა­ბე­დუ­ლი რე­ფორ­მე­ბით ვერ შევ­ძ­ლებთ, სა­ნამ ჩვენ სა­კუ­თარ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ რე­სურ­სებს ინ­ტენ­სი­უ­რად, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით არ ავა­მოქ­მე­დებთ.

ვფიქ­რობთ, რომ სა­ნამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღეს სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის ძი­ე­ბა­ში, ნი­ჰი­ლიზ­მის და ფსევ­დო­აღ­მო­ჩე­ნე­ბის ქა­ო­სურ კო­რი­ან­ტელ­ში ბო­ლომ­დე არ გახ­ვე­უ­ლა, უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, ფუნ­და­მენ­ტუ­რად გა­დაგ­ვე­ხე­და ქარ­თუ­ლი ავან­გარ­დის პე­რი­ო­დი­სათ­ვის. დარ­წ­მუ­ნე­ბულ­ნი ვართ, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძი­სა თუ მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­მოღ­ვა­წარ­ში დღე­ვან­დე­ლი, მა­გა­ლი­თად, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბი­სათ­ვის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და­საყ­რ­დ­ნო­ბი მა­სა­ლა აღ­მოჩ­ნ­დე­ბა.




მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სათ­ვის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი მოღ­ვა­წეა. მი­სი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა დღე­ი­სათ­ვის აღარ არის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის საწყი­სებ­თან, პრო­ფე­სი­უ­ლი მუ­სი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სი­კის გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის მი­სი წვლი­ლი მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­შია ცნო­ბი­ლი.

მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე ავ­ტო­რია არა მხო­ლოდ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი ოპე­რი­სა, არა­მედ მი­სი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მუ­სი­კა­ლურ ფორ­მე­ბად პირ­ვე­ლად შე­იქ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ასე­თია მი­სი რე­ჩი­ტა­ტი­ვი (ოპე­რი­დან «და­რე­ჯან ცბი­ე­რი" 1896/1936), კან­ტა­ტა, «დი­დე­ბა ზა­ჰესს" (1927) რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ნი­მუ­შია პლე­ნა­რუ­ლი მუ­სი­კი­სა, სა­ორ­კეს­ტ­რო ნა­წარ­მო­ე­ბი «ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მარ­ში" (1921), რო­მან­სე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად სა­კომ­პო­ზი­ციო ტექ­ნი­კის არას­რულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა, რა­საც სხვა­დას­ხ­ვა ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი უდევს სა­ფუძ­ვ­ლად, უდა­ვოა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის მე­ლო­დი­ის, კან­ტი­ლე­ნის გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბა. მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ის­ტო­რი­უ­ლი რო­ლი სრუ­ლი­ა­დაც არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ მი­სი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით. უფ­რო მე­ტიც, ვიტყო­დი, რომ კომ­პო­ზი­ტო­რი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე «და­ი­ჩაგ­რა" სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის ხარ­ჯ­ზე. მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­და­ხედ­ვი­სას აუცი­ლე­ბე­ლია ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და მი­სი დი­დი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ზა­ზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლის სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, მ. ბა­ლან­ჩი­ვა­ძე იყო «ვი­საც სურ­და და მზად იყო, ქარ­თულ ეროვ­ნულ იდე­ას, უფ­რო სწო­რად, ამ იდე­ის აქ და ახ­ლა არ­სე­ბო­ბას მომ­სა­ხუ­რე­ბო­და, (...) რა­თა შე­დე­გად დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი­ყო ერ­თი პლას­ტი მა­ინც ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბი­სა." (ზ. ფ. «ილია: ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი და პი­როვ­ნე­ბა")

სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ, რო­მე­ლი­მე მე­მო­რი­ა­ლურ და­ფას­თან მდგომ­ნი, შე­საძ­ლოა ვერ ვხვდე­ბო­დეთ, თუ რა­ტომ არის ესა თუ ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ან რა­ტომ არის ის ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის ისეთ სა­თაყ­ვა­ნე­ბელ ად­გი­ლას და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, რო­გო­რი­ცაა ბაგ­რა­ტის ტაძ­რის გა­ლა­ვა­ნი.

მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ცხოვ­რე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლად გა­ნი­საზღ­ვ­რა 1880 წელს ფი­ლი­მონ ქო­რი­ძის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბით. ფი­ლი­მონ ქო­რი­ძე (ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი, ბა­ნი) მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან სა­ო­პე­რო თე­ატ­რე­ბის სცე­ნებ­ზე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დი­ო­და და მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ნა­თე­სა­ვი იყო დე­დის მხრდი­დან. 1880 წლის 25 ივ­ნისს თბი­ლის­ში, არ­წ­რუ­ნის თე­ატ­რ­ში (შემ­დ­გომ გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რი), ფი­ლი­მონ ქო­რი­ძის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა, რა­ზე­დაც «დრო­ე­ბა" წერ­და: «..და ახ­ლა, რო­დე­საც მის (ფ. ქო­რი­ძის. ავტ.) ნიჭს თვით ევ­რო­პის ტე­ატ­რებ­ში­აც ღირ­სე­უ­ლად აფა­სე­ბენ, არ გვი­ვიწყებს ჩვენ­ცა და არც თვი­თონ ავიწყ­დე­ბა, რომ რაც ბუ­ნე­ბას კა­ცი­სათ­ვის ნი­ჭი მი­უ­ცია, პირ­ვე­ლად თა­ვის მა­მულს, თა­ვის მოძ­მე მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს უნ­და მო­ახ­მა­რო­სო."

ამ მოკ­ლე სა­გა­ზე­თო ამო­ნა­რი­დი­და­ნაც კარ­გად ჩანს ის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, რაც ამ პე­რი­ო­დის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სუ­ფევ­და. ფი­ლი­მონ ქო­რი­ძემ დათ­მო თა­ვი­სი კა­რი­ე­რა, პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბა, დარ­ჩა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, პი­ა­ნისტ მე­უღ­ლეს­თან (პე­ტერ­ბურ­გე­ლი პი­ა­ნის­ტი ზი­ნა­ი­და მი­ხა­ე­ლოვ­ნა ვო­რო­ბი­ცი) ერ­თად, და მთე­ლი თა­ვი­სი შემ­დ­გო­მი ცხოვ­რე­ბა ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბის ჩა­წე­რას მო­ან­დო­მა, რი­თაც მან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ფას­და­უ­დე­ბელ და საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეს მი­უძღ­ვ­ნა. მის გვერ­დით დად­გა ახალ­გაზ­რ­და მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

«და თუ ბო­ლოს და ბო­ლოს ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის უც­ვ­ლე­ლად შე­ნახ­ვას შე­ვუ­დე­ქი, მეტ­წი­ლად მე­ლი­ტო­ნი­სა და ჩე­მი მე­გობ­რე­ბის - აკა­კის, გი­ორ­გი წე­რეთ­ლის, დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის რჩე­ვა-წა­ქე­ზე­ბით, მე­რე გავ­ბე­დე... და ამ გამ­ბე­და­ო­ბის და­ფა­სე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის საქ­მეა..." - ჰყვე­ბა ფი­ლი­მონ ქო­რი­ძე (პ.ხუ­ჭუ­ას მო­ნოგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით).



მე­ლი­ტო­ნიც თმობს თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რ­ში თა­ვის ახალ­დაწყე­ბულ კა­რი­ე­რას და, ფი­ლი­მონ­თან ერ­თად, 1883 წელს ქუ­თა­ის­ში გა­და­დის. ფი­ლი­მონ ქო­რი­ძე და მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე სა­თა­ვე­ში უდ­გე­ბი­ან დიდ ეროვ­ნულ საქ­მეს - ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის გა­დარ­ჩე­ნას.

ქუ­თა­ის­ში წას­ვ­ლამ­დე, 13 მარტს მე­ლი­ტონ­მა გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი, თა­ვი­სი და­არ­სე­ბუ­ლი, 12-კა­ცი­ა­ნი გუნ­დით. ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დიდ ეროვ­ნულ საქ­მედ აღიქ­მე­ბო­და, რა­საც იქ დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, ნი­კო ცხვე­და­ძე, ალექ­სან­დ­რე ყაზ­ბე­გი და სხვ. - ადას­ტუ­რებს. ამ დროს მე­ლი­ტო­ნი მხო­ლოდ 21 წლის იყო!

სამ­წუ­ხა­როდ, გა­ზე­თის ფორ­მა­ტი ქუ­თა­ი­სის პე­რი­ოდ­ზე უფ­რო დე­ტა­ლუ­რი თხრო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაძ­ლევს. არა­და, ქუ­თა­ი­სი და იქ მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბულ შეს­წავ­ლას იმ­სა­ხუ­რებს (ალ­ბათ სწო­რედ ეს თე­მა უნ­და იქ­ცეს ქუ­თა­ი­სის მუ­ზე­უ­მის ცენ­ტ­რა­ლურ პრო­ფი­ლედ, მაგ­რამ ამა­ზე სხვა დროს).

1889 წელს პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად მ. ბა­ლან­ჩი­ვა­ძე პე­ტერ­ბურ­გ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, სა­დაც მი­სი უფ­რო­სი ძმა, ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რი ვა­სილ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე დ.სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სტი­პენ­დი­ან­ტი იყო. მ. ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ პე­ტერ­ბურ­გ­ში 28 წე­ლი გა­ა­ტა­რა. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ის სამ­შობ­ლო­ში ყოფ­ნას შვე­ბუ­ლე­ბე­ბის დროს მა­ინც ახერ­ხებ­და.

აქ მხო­ლოდ ძა­ლი­ან მოკ­ლედ ვახ­სე­ნებთ პე­ტერ­ბურ­გის პე­რი­ოდ­ში გა­წე­ულ ღვაწლს:

ან­ტონ რუ­ბინ­შ­ტე­ი­ნი მე­ლი­ტონს, რო­გორც ნი­ჭი­ერ სტუ­დენტს, სტუ­დენ­ტუ­რი გა­ჭირ­ვე­ბის პირ­ველ წლებ­ში ჩუქ­ნის პი­ა­ნი­ნოს და ეხ­მა­რე­ბა სტი­პენ­დი­ით.

მე­ლი­ტო­ნი პე­ტერ­ბურ­გის კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­ახ­ლოვ­და და, რო­გორც ჩანს, მის­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბა დი­დი იყო. პე­ტერ­ბურ­გ­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მე­ლი­ტო­ნი ძი­რი­თა­დად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ დრო­ი­სათ­ვის რუ­სეთ­ში უკ­ვე და­არ­სე­ბუ­ლია ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ე.წ. «ქარ­თუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი" (პირ­ვე­ლი ჩა­ტარ­და 1861 წელს), რომ­ლე­ბიც დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მ. ბა­ლან­ჩი­ვა­ძე სა­თა­ვე­ში უდ­გე­ბა «ქარ­თუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის" მოწყო­ბას და მას სა­ყო­ველ­თაო ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად აქ­ცევს. 1897 წლის 20 დე­კემ­ბერს შემ­დ­გარ რი­გით 30-ე «ქარ­თულ სა­ღა­მო­ზე" პირ­ვე­ლად აჟ­ღერ­და ნაწყ­ვე­ტე­ბი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ოპე­რი­დან «თა­მარ ცბი­ე­რი." 1937 წელს მოს­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დე­კა­დი­სათ­ვის ამ ოპე­რას ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით "და­რე­ჯან ცბი­ე­რი" ეწო­და. ოპე­რის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა 1901 წელს კ. ი. ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ს­კიმ და­ა­ფი­ნან­სა. ოპე­რის ერთ-ერთ სა­ბა­ლე­ტო ნო­მერს სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე მა­რი­უს პე­ტი­პა ას­რუ­ლებ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ «ქარ­თუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი" საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და რუ­სეთ­ში ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

მხო­ლოდ პე­ტერ­ბურ­გ­ში, ამ, 1903 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 3000-მდე ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობ­და. ამ პე­რი­ო­დის სათ­ვის­ტო­მო­ე­ბი და მა­თი მოღ­ვა­წე­ო­ბა თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბით, ში­ნა­არ­სით ცალ­კე თე­მაა და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ფურ­ცელს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი აზ­რით, დღე­ვან­დელ დი­ას­პო­რის სა­მი­ნის­ტ­რო­საც გზამ­კ­ვ­ლე­ვად გა­მო­ად­გე­ბო­და.

1901 წელს მე­ლი­ტო­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და - მან 100-მა­ნე­თი­ა­ნი ლა­ტა­რი­ით 200.000 მა­ნე­თი მო­ი­გო. მი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბის არე­ა­ლიც გა­ი­ზარ­და. ის ბევრს ეხ­მა­რე­ბო­და და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მან პირ­ვე­ლად გა­მოს­ცა მი­ხა­ილ გლინ­კას წე­რი­ლე­ბის სრუ­ლი კრე­ბუ­ლი, რა­ზე­დაც პროფ. ა.ვ. ოსოვ­ს­კი წერ­და: «მ. ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ მ.ი. გლინ­კას წე­რი­ლე­ბის სრუ­ლი კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მით თა­ვის თავს ძეგ­ლი აუგო..."

მ. ბა­ლან­ჩი­ვა­ძე აქ­ვეყ­ნებ­და წე­რი­ლებს ქარ­თულ და რუ­სულ პრე­სა­ში, სა­დაც აქ მოყ­ვა­ნი­ლი ამო­ნა­რი­დით მი­სი პო­ზი­ცია გა­მოკ­ვე­თი­ლია: «ევ­გე­ნი ონე­გი­ნის" სა­ხე­ლო­ვან ავ­ტორს (იგ. პ. ჩა­ი­კოვ­ს­კი. ავტ.) არ შე­ე­ფე­რე­ბო­და, გა­და­ეც­მია ქარ­თუ­ლი თვით­მ­ყო­ფი და პა­ტივ­სა­ცე­მი ჰან­გი­სათ­ვის მსუ­ბუ­ქი, მის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბი სა­მო­სი და სრუ­ლე­ბით უცხო და სხვა სა­ხე­ლით გა­ეს­ტუმ­რე­ბი­ნა მსოფ­ლი­ო­ში." - წერს მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე ჩა­ი­კოვ­ს­კის მი­ერ ბა­ლეტ «მაკ­ნა­ტუ­ნა­ში" გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი «იავ­ნა­ნას" შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ჩა­ი­კოვ­ს­კიმ «არა­ბუ­ლი ცეკ­ვა» უწო­და. მა­ნამ­დე, ენი­სელ­ში, თა­ვად ჯორ­ჯა­ძის მა­მულ­ში ეს სიმ­ღე­რა ჩა­ი­წე­რა ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის დიდ­მა მო­ა­მა­გემ იპო­ლი­ტოვ-ივა­ნოვ­მა, ვის­გა­ნაც ჩა­ი­კოვ­ს­კიმ ეს ნო­ტე­ბი მი­ი­ღო.

1895 წელს პე­ტერ­ბურ­გ­ში მყო­ფი მე­ლი­ტო­ნი, გაბ­რაზ­და რა ვინ­მე რუს რე­ცენ­ზენ­ტ­ზე, რო­მე­ლიც სვა­ნურ სიმ­ღე­რას ვე­ლურს და პრი­მი­ტი­ულს უწო­დებ­და, ჩა­ვი­და სვა­ნეთ­ში, პირ­ვე­ლად ჩა­წე­რა რამ­დე­ნი­მე სვა­ნუ­რი სიმ­ღე­რა, თან წა­მო­იყ­ვა­ნა სა­მი სვა­ნი და ქუ­თა­ის­ში კონ­ცერ­ტე­ბი გა­მარ­თა. მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე პირ­ვე­ლია ქარ­თ­ველ მუ­სი­კოს­თა შო­რის, ვინც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სვა­ნუ­რი სიმ­ღე­რის მშვე­ნე­ბა ამ­ც­ნო. პე­ტერ­ბურ­გის პე­რი­ოდ­ში­ვე ჩა­წე­რა მან კა­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი.

მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის მე­უღ­ლე მა­რია ვა­სი­ლი­ე­ვა იყო და მათ ოთხი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. უფ­რო­სი, ნი­ნო, ბავ­შ­ვო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა; თა­მა­რი, ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რი, 1943 წელს ლე­ნინ­გ­რა­დის ბლო­კა­დას ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა; გი­ორ­გი (ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი) ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი, 1924 გას­ტ­რო­ლე­ბი­დან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა ახ­ლად შექ­მ­ნილ სსრკ-ში; ან­დ­რია, ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მა­მის გზის ღირ­სე­უ­ლი გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი გახ­ლ­დათ.

1917 წელს მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა, სა­დაც ის 1937 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე­ე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ტრა­დი­ცია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის კვლავ გრძელ­დე­ბა. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი­დან ჯარ­ჯი - პი­ა­ნის­ტია, ცის­კა­რა - ბა­ლე­რი­ნა, შვილ­თაშ­ვი­ლი ან­ტო­ნი კი - მხატ­ვა­რი.

ამ სტა­ტი­ით ჩვენ ასე­ვე გვსურს ხმა მი­ვაწ­ვ­დი­ნოთ სა­თა­ნა­დო უწყე­ბებს. სწო­რედ დრო­უ­ლი იქ­ნე­ბო­და, ახ­ლა დაწყე­ბუ­ლი­ყო მზა­დე­ბა, და­გეგ­მი­ლი­ყო რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ნა­მოღ­ვა­წარს მი­ეძღ­ვ­ნე­ბო­და. აუცი­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია ბა­ლან­ჩი­ვა­ძის აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ცე­მა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ასეთ პრო­ექ­ტ­ში ჩვე­ნი სა­სი­ქა­დუ­ლო ვო­კა­ლის­ტე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღებ­დ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სამ­წუ­ხა­როა, რომ მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე­ზე მწი­რი ცნო­ბე­ბის გარ­და, ინ­ტერ­ნეტ­ში არა­ნა­ი­რი მა­სა­ლა არ იძებ­ნე­ბა. აქ­ვე დავ­ძენთ, რომ ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-სა­ძი­ებ­ლე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და იყოს და ამ დი­დი ხარ­ვე­ზის სწრა­ფად ამოვ­სე­ბას სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით უნ­და ცდი­ლობ­დ­ნენ.

მა­რი­კა ლა­ფა­უ­რი-ბურ­კი



სტატიის მისამართი:

http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-12-20/12601.html

http://www.psnews.info/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=1399

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen