გიორგი (გოგი) ბაბუაძე მევიოლინე, დირიჟორი. 1990-იანი წლებიდან მოღვაწეობს იაპონიაში, სადაც მისი შემოქმედება უმაღლესი, იაპონიის საიმპერატორო ჯილდოთია დაფასებული. გოგი ბაბუაძე და ავტ. მარიკა ლაფაური სტუდენტობის დროიდან იცნობენ ერთმანეთს. აქ, ინტერვიუში საუბარია გოგის მუსიკოსად ჩამოყალიბების გზაზე, ის იხსენებს თავის მასწავლებლებს, საუკეთესო მუსიკოსებს: ლენა მადეს, ვიკა ოსკანოვას, დავით რეიზნერს, ლეო შიუკაშვილს; ასევე მესამე მუსიკალური სასწავლებლის დირექტორს ქსენია ჯიქიას, თეორეტიკოსებს: ლამარა წულეისკირს, ელა დათეშიძეს, ვასიკო ლაბაძეს. კამერული მუზუცირებისა და სადირიჟორო ხელოვნების დაუფლებისას: გელა ჩაჩხიანს, ალექსანდრე ბეგალიშვილს, ოთარ საფარიშვილს, ვალენტინ ბერლინსკის, იან ლეუსს, ოდისეი დიმიტირადს. გვიამბობს, ანსამბლური მუზიცირების გამოცდილებებზე ევროპასა თუ იაპონიაში, სუძუკისა და იამაჰას მეთოდებზე; საქართველოს სამუსიკო სცენაზე, სიმებიანი საკრავების ოსტატზე ლევან ცინცაძეზე, რომელიც ერთადერთი ოსტატია ამიერკავკასიაში და რომლის ვიოლინოზეც გოგი თავად უკრავს. ახსენებს კოლეგა მეგობრებს ლიკა ასათიანს, ზურა შამუგიას, ზაზა გაგუას, და სხვ. და იხსენებს გია ხეოშვილს.
ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის მიწურულს.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen