Angesichts der würdelosen und primitiven Akte im Vorfeld des Unabhängigkeitstages sei daran erinnert, dass ohne ein starkes geistiges Wollen im Staatsaufbau nicht nur der georgische Staat ins Chaos zu rutschen droht. Ein solches Wollen setzt Askese, Selbstdisziplin, Geduld, Augenmaß und Liebe voraus. Wir möchten allen Georgiern und ihren Freunden gegenüber, die sich nicht der allgemeinen Nervosität und den impulsiven Gewaltausbrüchen hingeben, an diesem Tag die Hand ausstrecken und mit Ihnen am Aufbau eines modernen europäischen Gemeinwesens mitwirken. Mit Blick auf die Krise des Staatsbewusstseins nicht nur in Georgien, angesichts der Herausforderungen durch die Ereignisse im Vorderen Orients und auch des Ausschlusses so vieler junger Menschen von einer effektiven Partizipation am staatlichen Leben Europas, erwarten wir vom georgischen Staat ein Höchstmaß an Verantwortungsbewusstsein und die Einbeziehung aller Kräfte, die eine echte Unabhängigkeit unterstützen.
Dr. Frank Tremmel
"დამოუკიდებლობის დღის წინ უღირსი და პრიმიტიული აქცია გვახსენებს, რომ ძლიერი სულიერი ძალისხმევის გარეშე სახელმწიფოს მშენებლობაში არა მარტო ქართული სახელმწიფო დგას საშიშროების წინასე, რომ ის ჩაეფლობა ქაოსში. ამის წინაპირობაა სიბეჯითე, თვითდისციპლინა, მოთმინება, ზომიერება და სიყვარული. ჩვენ გვსურს ყველას საქართველოში და მათ მეგობრებს, რომლებიც ამ საერთო ნევროზს და იმპულსურ ძალადობას არ მიჰყვებიან ამ დღეს ხელი გავუწოდოთ და თანამედროვე, საერთო ევროპულ თანაცხოვრებაში მონაწილეობა მივიღოთ. სახელმწიფოს ცნობიერების კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც არამარტო საქართველოშია, მოვლენების გამოწვევების მიხედვით, ასევე ახლო აღმოსავლეთში, ბევრი ახალგაზრდის გამოთიშვა ევროპული სახელმწიფოს ეფექტური თანამონაწილეობისაგან, გვიძლიერებს მოლოდინს საქართველოს სახელმწოფოსაგან მაღალ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას და ყველა ძალების გამოყენებას, რომლებიც მის ნამდვილ დამოუკიდებლობას უჭერს მხარს."
ფილ. მეცნ, დოქტორი ფრანკ ტრემელი
რთულია განსაკუთრებით ამ დღეებში სიტყვების მოძებნა, რაიმეს სათქმელად. არა იმიტომ რომ სრულიად ცხადი არ იყოს, თუ რა გვაქვს სათქმელი. განა არაა ცხადი, რომ ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი ქვეყნის ეროვნული დღესასწაული, - დამოუკიდებლობის გამოცხადების აღნიშვნა უნდა ეამაყებოდეს? განა არ არის ცხადი, რომ ამ დღეებში საშიშ პროვოკაციასთან გვქონდა საქმე, რომლისადმი სიმპათია სცდება რაიმე საღი მსჯელობის საზღვრებს. სიტყვების მოძებნა მაინც რთულია და აქ ჩნდება საქართველოს მოჯადოებული წრე, რომელსაც დღემდე ვერ ვაღწევთ თავს, - ეს ორივე სიცხადე საზოგადოების გახლეჩვის მსვლელობას კვლავ ინერციას ჰმატებს. ბანაკი კვლავ გაყოფილია. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა თითოეულის ძალისხმევა და სურვილი უნდა იყოს, რომელსაც სახელმწიფო პროექტი უნდა ერქვას. ჩვენი ტვირთი იმდენად დიდია, რომ სათითაოდ ამას ვერავინ შეძლებას. პარადოქსია, მაგრამ მგონია, რომ თითოეულის დესტრუქციულობის პოტენციალი ბევრად მეტია, ვიდრე მისი აღმოფხვრის ან თავის დაღწევის პოტენციალი. სახელმწიფოს აღმშენებლობა პირველ რიგში მოტივაციაა, რომელიც უსიყვარულოდ და უპასუხისმგებლობით, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დისკუსიის ჰიგიენის გარეშე, ვერ მიიღწევა.
………
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინა წლებიდან განსხვავებით წელს აქაც, ჰამბურგშიც ვერ ავღნიშნეთ საზეიმოდ. სიმბოლური იყო: მომილოცეს აზერბაიჯანელმა, უკრაინელმა და რუსმა მეგობრებმა. მოკრძალებული საღამო მაინც შედგა, სადაც ღამენათევ ქართველებს გერმანელებმა უმღერეს ქართული სიმღერები. ამ გუნდის წევრებთან ამას წინად ჩვენს ორგანიზირებულ ვორქშოფზე, რომელიც ანჩისხატის გუნდის წევრებმა ჩაატარეს, გულისამაჩუყებელი საუბრები შედგა იმის შესახებ, თუ როგორ ეძებენ ეს ადამიანები “დაკარგულ ევროპას” ქართულ კულტურაში. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და ემოციური საუბრები იყო.
ყველას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მას მომავალს, ყველა სახელიანი თუ უსახელო ადამიანების წვლილის ხსოვნით.
მარიკა ლაფაური 27 მაისი 2011
კედლებს შუა. ისევ 26 მაისი
1 ივნისი 2011
თითქმის ყველას ვეთანხმები. ბევრმა თქვა. რაც არ უნდა დაეთანხმო, ყველგან რაღაც უკმარისობა გრჩება. არსად არ და ვერ ითქმება სრულად, რაც გვჭირს. შეუძლებელია ერთად თქმა და იმიტომ. აი ასეთი კარგი რამე დაგვმართა ბურჯანაძემ. ეს მთავარი ქართული ავადმყოფობა გამოაჩინა ამ ამბებმა. ყველანი ვხედავთ რაზე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ყოველთაგანის იდეალები ვერ წვდება დამოკიდებულებების განმარტებას. განა შეიძლება ერთს ჰუმანიზმი წაუყენო ბრალდებად და მეორეს კი პატრიოტიზმი? ბრალდებებად ყველამ ალბათ თავისთავს უნდა წაუყენოს, რა გვაკლია ჰუმანიზმამდე, რომელიც პატრიოტიზმის გარეშე არ არსებობს და რა გვაკლია პატრიოტიზმამდე, რომელიც ჰუმანიზმის გარეშე არ არსებობს. არ ღირს ერთმანეთისადმი სხვა ბრალდებების წაყენება. სხვათაშორის არსებობს შანსი, რომ 26 მაისი მართლაც გახდეს დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის. თორემ, ვინც მაგისთვის იბრძოდა და ის გამოაცხადა, იმათმა უკეთ იცოდნენ და ძალიან ცოდოები არიან. ცნობიერად ჩვენ იმ დონეზე ვერ ვართ, რაც საუკუნის დასაწყისში არსებობდა.
მომდევნო ახლო მომავალი გამოაჩენს, "გვაქვს თუ არა უფლება, ვიზეიმოთ 26 მაისი". 26 მაისის პოლიტიკურ სამიზნედ გამოყენება არის უსინდისო ამორალობა, მანამდე მათი სამიზნე 9 აპრილი იყო, სადაც ამდენი უნამუსობის პოტენციალი ნათელი იყო.
ალბათ თავადვე ჩვენ დისკუსიები რადიკალურად სხვა უნდა შინაარსით ჩავანაცვლოთ. ...თქმა ადვილია, მაგრამ სხვა გზას ხედავთ? სამწყსოს არც მწყემსი ჰყავს და არც ღვთის გზაზე დგას.
მარიკა ლაფაური, ფრანკ ტრემელი, საქართველო, ფილოსოფია, არქიტექტურა, მედია, პოლიტიკა, ატენი, სიონი, კისისხევი, მუსიკა, საგალობელი, Musik, Dr. Frank Tremmel, Marika Lapauri-Burk, sakartwelo, einblick Georgien, Kaukasus, caucasus, Tiflis, Sakartvelo, Tbilissi, georgisch, Tourismus, georgische Sprache, Kutaissi, Nachrichten aus Georgien, Medien, Geschichte Georgiens, georgische Kultur, philosophie, Giwi Margwelaschwili, Film und Theater, Traditionen, Kulturantropologie, Literatur, Lile e.V.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen