მარიკა ლაფაური, ფრანკ ტრემელი, საქართველო, ფილოსოფია, არქიტექტურა, მედია, პოლიტიკა, ატენი, სიონი, კისისხევი, მუსიკა, საგალობელი, Musik, Dr. Frank Tremmel, Marika Lapauri-Burk, sakartwelo, einblick Georgien, Kaukasus, caucasus, Tiflis, Sakartvelo, Tbilissi, georgisch, Tourismus, georgische Sprache, Kutaissi, Nachrichten aus Georgien, Medien, Geschichte Georgiens, georgische Kultur, philosophie, Giwi Margwelaschwili, Film und Theater, Traditionen, Kulturantropologie, Literatur, Lile e.V.
Freitag, 12. November 2010
კისისხევის ეკლესიის შესახებ
ამონარიდი საზოგადოება ლილეს პროექტის მასალებიდან:
კისისხევის მე-6 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის აღდგენა
დუღაბის ანალიზი და მისი ინტერპრეტაცია
დიდი კომპეტენტურობით და საქმის ცოდნით საუკუნეების მანძლიზე უბრალო მეთოდებით უმაღლესი ხარისხის საბათქაშო და სალესი კეთდებოდა, რომელიც თავისი შემადგენლობით სამშენებლო ისტორიაში პატარა სენსაციას წარმოადგენს, რაც ღვთიშობლის ეკლესიის დაახლ. 1400 წლიანი არსებობის განმსაზღვრელია.
ანდრეას ფორმანი
ჰოლცმინდენის გამოყენებითი ხელოვნებისა მეცნიერებების უმაღლეს სკოლაში, მასალის მცოდნეობის ფაკულტეტზე ჩატარებულმა ძეგლიდან აღებული 15 სინჯის გამოკვლევებმა პატარა სენსაცია წარმოაჩინა. რომაული მშენებლობების მსგავსად არა მარტო „ოპუს ცაემენტიტიუმ“ –ის ტექნიკით არის შესრულებული, არამედ 15 სინჯიდან 14 თითქმის ერთნაირ ხარისხს და შემადგენლობას იმეორებს. არჩეული სინჯები აღებულია როგორც ორიგინალი VI ს-ის კედლიდან, ასევე გარეთა შელესილობიდან (დარბაზული მინაშენი, სავ. XVI ს.) და ინტერიერის ყველაზე ახალი შელესილობებიდან. ეს არის მშრალად გამომწვარი კირი, როგორც შემაერთებელი საშუალება შირიმის ქვის ფხვნილის დანამატით! შირიმი უპირველესად კახეთში გხვდება. მაგრამ მისი რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია. შირიმის წარმოშობისათვის საჭიროა, ამ ადგილას არსებობდეს კირქვა და მარმალილო, რაც მასში კარბონატის არსებობას განსაზღვრავს. შირიმის ქვა არის უფრო გვიანდელი, რომელიც მეოთხეულ ერაში არის წარმოშობილი.ეს დანამატი ფხვნილი ალბათ არის ნარჩენი ქვებისა, რომელიც ძეგლის პლასტიური დამუშავებისათვის იქნა გამოყენებული. ტრავერტინი, იგივე „შირიმი“ ლიტერატურაში „კირტუფად“ ან შეცდომით უბრალოდ „ტუფად“ მოიხსენიება და სამეცნიერო ანალიზისას საინტერესო აღმოჩენების წინაშე გვაყენებს. მას მაღალი შემცველობა აქვს რკინის ოქსიდის და ალუმინიუმოქსიდის და როგორც დაფხვნილი მინარევი ისევე „ლატენტურ ჰიდრავლურია“, როგორც ვულკანური წარმოშობის ტუფი. გამოკვლეული Sieblinie (ფხვნილის მარცვლების სიდიდეები. მთარგ. შემდგომში „ზიბლინიე“) თითქმის იმეორებს იდეალურ ე. წ. „Fuller Linie“ -ს (შემდგ.“ფულერლინიე“, ფხვნილის შემადგენელი მარცვლების იდეალური შენაერთი. მთარგმნ), რაც ხსნის ისტორიული სალესი მასალის ექსტრემალურ რეზისტენტურობას და მის სტაბილურ ხარისხს ბუნებრივი პირობების წინააღმდეგ. თითქმის მუსიკალური ჰარმონიულობით აფიქსირებს ზიბლინიეს თანაბარ აღმავლობას მასალის მკვლევარი მეცნიერი და ასკვნის, რომ წინამდებარე გამოკვლევა თავისი ხარისხით და დამუშავებით აღემატება სხვა აქამდე გამოკვლეულ შუა საუკუნეების მასალებსს. კალციუმოქსიდის მაღალი შემცველობა (დაახლ. 70%) მის ხსნად ნაწილაკებში აიხსნება კირის მშარალი ჩაქრობის დამუშავების მეთოდით და ე.წ. „კალკშპაცების“ (კალკშპაცები: დამარცვლული/ დაკორკოშებული ფხვნილის კირის მარცვლები, რომლებიც რეაგირებადი ნაწილაკები არიან) შემცველობით. ამას გარდა, როგორც მინარევი დაფხვნილი ტრავერტინი/იგივე შირიმი შედგება თითქმის მხოლოდ კალციუმკარბონატისაგან. ზოგიერთი სინჯი გვიდასტურებს ასევე გამომწვარი თიხის, როგორც წმინდა ასევე მსხვილად დაფქვილ მინარევსაც, როგორც ლატენტურ ჰიდრავლიკური დამატებითი მასალა. მხლოდ X3 სინჯი, რომელიც აღებული იქნა 2007 წლის მაისში ყველაზე უახლეს შელესილობაზე აჩვენებს ყველა სხვა დანარჩენი სინჯებისაგან გარკვეულად განსხვავებულ შემადგენლობას. ზიბლინიეში მისი მსვლელობა არაჰარმონიულია და ზიგზაგურად გასდევს იდეალურ ხაზს. აქ გარკვევით დასტურდება მასში ცემენტის და ასევე მარილების მაღალი შემცველობა. თუ ჩვენ ამას მიახლოვებით 1900 –იანი წლებით დავათარიღებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ დრომდე მაღალი ხარისხის მასალის ხმარება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, სამშენებლო კულტურის და მასალის ცოდნის ტრადიცია უწყვეტად მიმდინარეობდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს, თუ პირდაპირ შევადარებთ ცენტრალური ევროპის სივრცეს, სადაც რომაული ოსტატების სამშენებლო ტექნიკები საკმაოდ ადრე დაიკარგა.
წინასწარი გამოკვლევებზე დაყრდნობით, ფიზიკური, ოპტიკური და სტრუქტურული სარესტავრაციო მასალის შერჩევა შესაძლებელია. შემაკავშირებელი მასალის არჩევისას ქვიშა და სხვა მინარევები, მასალების შერევის მეთოდი მნიშვნელოვანია ისტორიული (გარედან გალესილი) ნაგებობის დიდი ხნით შესანარჩუნებლად.კირის გამოწვის გამოცდილებას სალესი მასალის ხარისხისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კირჰიდრატის დღევანდელი და ისტორიული მიღება განსხვავებულია. კისისხევში კირი დღესაც მშრალი გამოწვის მეთოდით მიიღება! ერთერთი გავრცელებული ტექნიკა იყო კირის გამოწვის ორმოში მისი წყლით ჩაქრობა. ამას გარდა კიდევ ორნაირი მეთოდია გადმოცემული კირის „მშრალად“ ჩაქრობისა:
ა) ქვიშის და კირის ფენებად დაწყობა, სადაც კირს გარკვეული რაოდენობის წყალი ესხმება (როგორც კისისხევში)
ბ) გამომწვარი კირის ნატეხების კალათით წყალში ჩაშვება, სანამ ის ბუშტუკებს აღარ წარმოქმნის
ფქვილისებური კირჰიდრატი ორივე მეთოდის შემთხვევაში მიიღება, რომელსაც ხელს უწყობს მასში ჰიდრავლული ნაწილაკების არსებობა. Pესენია, პატარა დამარცვლული კირის ნაწილები, ე.წ. „კალკშპაცენ“, (იხ. ზემოთ) რომელიც ამ გამომწვარ კირშია და სიდიდით ერთი მმ-დან რამოდენიმე მმ-მდეა.
მოხმარების მიზნის მიხედვით კირის ნარჩენები იცრებოდა ან იმსხვეროდა. თეთრი, ყველაზე წმინდა ცარცისებული კალციტი, რომელიც ისტორიულ სალესში 70%-ის ოდენობით იქნა ნაპოვნი ადასტურებს, რომ უმეტეს წილად კირი ისტორიულ სალესში მშრალად იყო ჩამქრალი.
ამ მეთოდით მიღებული სალესი ხმარების დროს საჭიროებს ნაკლებ წყალს შესარევად, აქვს ნაკლები კაპილარული ფორები და არ ნაკლულობს მასაში.ასეთი მშრალი კირის სალესი იგივე მასით უკეთ იტანს კირის უფრო მაღალ შემადგენლობას და გაშრობისას ნახეთქები არ ჩდება.
რის მიღწევასაც დღეს გერმანიაში თანამედროვე ტექნიკით ცდილობენ, - ე. წ. „კალკშპაცის სალესის“ დამზადებას, ანუ, ისეთი კირის სალესი, რომელიც რეაქციაში შედის და რეაგირებს, კისისხევში /საქართველოში დღესაც ტრადიციულ სამშენებლო ტექნიკად გამოიყენება. ეს ვითომდა „ჩამორჩენილობა“ ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით ცოდნით გასწრებაა!
დასკვნა: დიდი კომპეტენტურობით და საქმის ცოდნით საუკუნეების მანძლიზე უბრალო მეთოდებით უმაღლესი ხარისხის საბათქაშო და სალესი კეთდებოდა, რომელიც თავისი შემადგენლობით სამშენებლო ისტორიაში პატარა სენსაციას წარმოადგენს, რაც ღვთიშობლის ეკლესიის დაახლ. 1400 წლიანი არსებობის განმსაზღვრელია.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen