2011 წელს საფრანგეთში გამოვიდა შტეფან ჰესელის 30 გვერდიანი ბრუშურა რომელიც ორიოდე დღეში მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და მაშინვე გერმანულად და სხვა ენებზეც ითარგმნა.
წიგნის სატაური გერმანულად "Empört euch!", ქართულად შეიძლება ითარგმნოს "აჯანყდით", ან იქნებ "აღშფოთდით"... ?
ვინ არის ჰესელი?
ჰესელი, (Stéphane Frédéric Hessel) დაბადებულია 1917 წელს პოლონურ-ებრაულ და პროტესტანტულ მწერლების ოჯახში, რომელმაც მე-20 საუკუნის კატაკლიზმები გამოიარა, ნაციონალ-სოციალიზმის პერიოდში მისი ოჯახი გადასახლდა პარიზში, მეორე მსოფლიო ომის დროს ჰესელი მიეკუთვნებოდა საფრანგეთის Résistance-ს, 1944 წელს ის გესტაპომ დააპატიმრა, ბუხენვალდის საკოცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს და სიკვდილი მიუსაჯეს. შტეფან ჰესელი იყო მსოფლიოში ერთერთი ცნობილი დიპლომატი, ადამინათა უფლებების ქარტიის ავტორი და ხელიმომწერი, დიდი საზოგადო მოღვაწე, ისეთი, როგორებიც დღეს თითქმის აღარ არიან.
როცა მისი ინტერვიუ პირველად რადიოში შემთხვევით მოვისმინე, თვით საუბრის მანერით, ყოველი თქმული ფრაზით დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. გაგინდობთ ჩემს ემოციურ მაშინდელ ფიქრებსაც, წარმოვიდგინე, რომ ეს ადამიანი მისი ასაკოვნობის გამო მალე აღარ იქნებოდა ცოცხალი და მისი წასვლით მთელი ეპოქა წავიდოდა, ძალიან დიდი და საინტერესო წიგნი დაიხურებოდა და ვინ იცის მას, ვინ გადაფურცლავდა კიდევ? ამ ფიქრებმა ძალიან ამაფორიქა და სევდიან გუნებაზე დამაყენა.
აქამდე საკმაოდ რთული იყო საქართველოში ჰესელის ამ გზავნილის გადმოცემა. ქართველები ხომ მუდამ აღშფოთებულები იყვნენ და დიდი ნაწილი ახლაც არიან.
რომელ აღშფოთებაზეა ლაპარაკი? სწორედ იმაზე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი და ახალგაზრდობა როგორც იქნა და აღშფოთდა!
და ეს ადამიანი მაშინ, ფაქტიურად სიკვდილამდე 2 წლით ადრე, 2011 წელს მოუწოდებდა ახალგაზრდებს, ხალხებს "შფოთისკენ"? ჰესელი საუბრობდა სწორედ იმ აჯანყებაზე, რის მკაფიო კონტურებსაც ახლა საქართველოში ვხედავთ და რაც იმედს გვიჩენს.
ბოლო დღეების გამოსვლების დასაწყისის სპონტანურობა, თითქოს საქართველოში ისევ და ისევ ამოფრქვეული ადამიანთა გამაერთიანებელი რომელიღაცა მისტიური კოდია, ამ ხალხის რომელიღაცა უცნაურობა რომელიც სამწუხაროდ როგორც უცნაურად და მოულოდნელად ვლინდება, ასევე მოულოდნელად ფერს იცვლის ხოლმე. საკუთარი ნიშან-თვისებების გარდა, ამ მოვლენებს ბოლშევიკურ-საბჭოური ბადე მარჯვედ დახვდება ხოლმე და ხშირად ეს ერთობლიობის გამოვლინებები ისტერიაში, რადიკალიზმში უნაცვლებს ხოლმე და გზას ფარდოდ უხსნის ნიჰილიზმს. და შემდგომ, ჩვენც გამოსავალის ძებნას, უმოქმედობაში ყოფნას ჟარგონზე: - “ღადაობას ” მივეცემით ხოლმე.
"Da muss man vorsichtig sein. Denn es genügt natürlich überhaupt nicht, sich nur zu empören. Das Wichtige ist doch, nach der Empörung auch einzugreifen und etwas zu verändern. Es ist wichtig für einen Menschen, um ein richtiger Mensch zu werden, aus seiner Empörung heraus zu handeln."
(ჟურნალისტის შეკითხვას, - ე.ი. აღშფოთება ცხოვრებაში აუცილებელია? ჰესელი პასუხობს: აქ ფრთხილად უნდა იყოთ. აღშფოთება სრულიადაც არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია აღშფოთების შემდეგ საქმეს შეუდგე და რაიმე შეცვალო. ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ნამდვილ ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც თავისი აღშფოთებიდან გამომდინარე მოქმედებს".
პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სკანდალები, მედიის თანხლებით ყოველდღიურობად იქცა დასავლეთში. მედია გამუდმებით "შეშფოთებულ" პოლიტიკოსებს გვაჩვენებს, ერთს ზედ ემატება მეორე ახალი სკანდალი.
ჰესელი განასხვავებდა იმ აღშფოთებებს, ჰესელისეული აღშფოთებული ადამიანი შეუძლებელია
წყნარად "სახლებში წავიდნენ", ვისაც არ სურს რაიმეს შეცვლა, ან ამას თავის საკუთარ საქმედ არ თვლის.
მე კი დღეს იმედიანად მგონია, რომ ჰესელისეული მაშინდელმა მოწოდებამ აღშფოთებისაკენ, მოაღწია ადამიანებამდე, ევროპაში სულ უფრო და უფრო ძლიერდება ფრაიდეი for future მოძრაობა. პოლიტიკოსები ახალგაზრდების ამ მოთხოვნებს უკვე დიდ ყურადრებას უთმობენ. აი, საქართველოშიც აღშფოთდა ჩვენი ახალგაზრდობა. იმედი გვაქვს, რომ მათი ხელის შეშლას და მარგინალიზაციას ვერ შეძლებენ ძალაუფლებას ჩასაფრებული მარიონეტები. იმედი მაქვს რომ საქართველოს ახალგაზრდობა შეუერთდება ევროპაში ახალგაზრდების მიერ წამოწყებულ დიდ და პროგრესულ ეკოლოგიურ მოძრაობას და არ დარჩება მხოლოდ საქართველოს დღის პოლიტიკის წნეხის ქვეშ.
ჰესელი წერს რომ, - საკონცენტრაციო ბანაკში ის ლექსებმა გადაარჩინეს. პოეზია მისთვის შესაძლებლობაა საზოგადოებრივი შებოჭილობიდან თავის დასახსნელად.
მეგობრებო, სამუშაო ბევრზე ბევრი გვაქვს! ჭირი იქა, ლხინი აქა!
დაწერილია დაახლ. 2012-13წწ.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen