მარიკა ლაფაური
წიგნის წარდგენა ჰამბურგში |
ახლახანს გამოვიდა
ნინო ხარატიშვილის (Nino Haratischwili) მესამე რომანი
(გამომცემლობა Frankfurter
Verlagsanstalt) ამჯერად ავტორი
გვთავაზობს 1275 გვერდიან ისტორიულ
რომანს, “Das achte Leben (Für Brilka)“
(მერვე
სიცოცხლე (ბრილკასათვის). არაოფიციალური
თარგმანი. ავტ.)
ნინო ხარატიშვილის
შემოქმედება გერმანულენოვან სივრცეში, როგორც
მწერლის, დრამატურგისა
და რეჟისორის
კარგად არის
ცნობილი. მისი
რომანი-დებიუტი
„ჟუჟა“გასულ
წელს საქართველოშიც ითარგმნა,
ხოლო წინა რომანი
“Mein sanfter Zwilling” გერმანიაში წარმატების
შემდეგ უკვე ექვს
ენაზე ითარგმნა. მიუხედავად
ამისა, ახალგამოსულ
რომანს განსაკუთრებული
გამოხმაურება აქვს.
არ დარჩენილა
გერმანიის კულტურის
მიმომხილველი, მედია,
სადაც რეცენზია არ ყოფილიყოს ან ინტერვიუსათვის არ მიეწვიათ ავტორი.
წიგნი გამომცემლობის
მხრიდანაც დიდი
გულმოდგინებითა და სიფაქიზით არის წარმოდგენილი.
რეცენზიების მიხედვით,
ის არა მარტო წელს წასაკითხ
საუკეთესო წიგნად
არის დასახელებული
(FAZ), არამედ ასევე საუკეთესო
გამოცემად. (წიგნის გრაფიკა
ეკუთვნის იულია ბიურლე-ნოვიკოვას).
წიგნში მოთხრობილია
რვა სიცოცხლის ამბავი,
ერთი ოჯახის ისტორია.
თხრობა იწყება 2006 წელს,12
წლის ბრილკას გაუჩინარებით,
რომელიც ვენაში აღმოჩდება.
მისი დეიდა, ნიცა
იწყებს იხსენებს თავიანთი
ოჯახის ისტორიას და
უყვება ბრილკას, რომელიც
ამბობს: …”ამ სტრიქონებს
ვუმადლი უსასრულოდ ბევრი
ცრემლის დაღვრას, ვუმადლი
ჩემს საკუთარ თავს,
რომელმაც დატოვა სამშობლო,
რომ ეპოვნა საკუთარი
თავი, მაგრამ მაინც
რომელსაც ის უფრო
და უფრო კარგავდა,
და მაინც ამ
სტრიქონებს უპირველესად გიმადლი
შენ, ბრილკა.”
ნინო ხარატიშვილი რომანის ლიტერატურული მასალად საქართველოს ისტორიის
ბოლო 100 წელი, დღევანდელობამდე არის
აღებული. თხრობა იწყება
პირველი მსოფლიო ომისა
და რევოლუციის მიჯნაზე.
ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში ე.წ.
"მოკლე საუკუნე" (Eric Hobsbawm) ხარატიშვილის რომანში ერთი სტრიქონით შესანიშნავად არის გადმოცემული: …”ამ
სტრიქონებს ვუმადლი საუკუნეს,
რომელმაც ყველა ყველას უღალატა და იმედი გაუცრუა”(...Ich verdanke diese Zeilen einem Jahrhundert, das alle
betrogen und hintergangen hat". )
“მოკლე მე-20
საუკუნე” (და შესაბამისად
გამოთქმა,- “გრძელი 19 საუკუნე”
Jurgen Osterhammel) გულისხმობს
მის “მოგვიანებით” - პირველი
მსოფლიო ომით დაწყებას,
მას მოყოლებული რევოლუციით,
მეორე მსოფლიო ომითა
და ე.წ.
“რკინის ფარდის” დეკონსტრუქციის
მცდელობით, 90-იან წლებში
ეპოქალური ცეზურით,- მისი
“მეორე ბოლოდანაც” დამოკლებით.
ძნელია თქმა, რამდენად შეძლებდა ნინო ხარატიშვილი მსგავსი რომანის შექმნას საქართველოში, სადაც საზოგადოების მიერ პასუხგაუცემელ შეკითხვებს, გაზავებულს კოლექტიურ ტრამვებში თუ მავანთა ამბიციებში, ქაოტური ინერცია აქვს აღებული.
ეს შეკითხვები მოქუფრულ სუბსტაციად ქცეული, გაურკვევლად მყოფი ნიჰილიზმსა და მდაბიურ პათოსს შორის, შავ ღრუბლებადაა საქართველოს თავზე. ასეთი მასშტაბის მასალის თხრობისათვის საჭირო დისტანცია ავტორს მისი სამწერლო ენით, -
გერმანულით ნაწილობრივ დაძლეული აქვს. დანარჩენი საჭირო მანძილისათვის კი ავტორს შემოქმედებითი ინტუიცია არ ღალატობს. ავტორისეული თხრობა რომანში ერთერთი პერსონაჟის, ნიცას პირით არის გადმოცემული.
ჩვენთან ინტერვიუში ნინო ხარატიშვილი აღნიშნავს: ….” ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ მთელი ეს რომანი მიძღვნილი ფორმითაა დაწერილი, ანუ ერთი ადამიანი მეორეს უყვება ამ ყველაფერს. აქ მე, როგორც ავტორი საერთოდ არ ვფიგურირებ. და ეს თხრობის მანერა, პროცესი ასევე ერთ- ერთი თემაა, ის ყოველთვის გახსენებს თავს. მაგალითად როცა ნიცა ყვება, რომ სტასია და სიმონი მუხის ქვეშ შეხვდნენ ერთმანეთს და იქ შედგა მათი პირველი კოცნა, ის ამატებს, რომ მან ეს დაზუსტებით არ იცის, მაგრამ მას ეს ასე წარმოუდგენია. ამ ხერხით მე შევეცადე თავიდან ამეცილებინა რაღაც აბსოლუტურის, ჰერმეტულის ილუზია. ერთ ერთ წინადადებაში ნიცა ამბობს კიდეც, რომ- ..”es
ist nicht Gewissheit über die es sich zu erzählen lohnt, sondern
die Vermutung.” (რისი მოყოლაც
ღირს, ეს არაა სიზუსტე, არამედ მხოლოდ წარმოდგენა)
ნინო ხარატიშვილის შემოქმედება, რომანების გარდა, მისი პიესები, ასევე რეჟისორული ნამუშევრები გამოირჩევა რთული, პოლიფონიური სტრუქტურით. ნინოსთან თითოეული ადამიანი ყველაფერთან არის უხილავი ქსელით დაკავშირებული და ავტორი ამ შრეების ერთდროულობის ჩვენებას ორიგინალური გადაწყვეტილებებით ახერხებს.
“მერვე სიცოცხლეში” ყველანი ერთად, ავტორი, მკითხველი და რომანის გმირები, თითქოს ერთად დახეტიალობენ დედამიწაზე, ისტორიის სისასტიკეში და გამოსავალს ეძებენ. პერსონაჟები ისტორიული მასალის, კონკრეტული გეოგრაფიის მიუხედავად განზოგადოებული
პერსონაჟები არიან, მსოფლიოს
მოქალაქენი, დედამიწაზე მაცხოვრებლები,
ყველას სატკივარის მატარებელნი.
ჩვენს ინტერვიუში შემდეგი კითხვა დავუსვით ნინოს:
მ.ლ.: მიძღვნის მიხედვითაც იგრძნობა, რომ შენ
"მამის მემკვიდრეობა" მთელი გუდა შეკითხვების პასუხის მოძებნას შეეცადე, ასეა?
ნ.ხ.: დიახ, წერის პროცესს და საერთოდ რომანის შექმნის იდეას, პირველ რიგში კითხვები უძღვებოდა წინ. ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც 17, 18 წლის ასაკიდან მომყვება თან და რომელზეც ამომწურავი პასუხების მიღება ვერ შევძელი ამ წლების მანძილზე. ვხვდებოდი, რომ ჩვენთან, როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რასაც გერმანელები ისტორიულ “აუსაინანდერზეცუნგს” ეძახიან, (საზოგადოებრივი შეფასება, ანალიზი. ავტ.) არ მომხდარა. არ გადაფასებულა რეალურადარაფერი, არ დასმულა საჯაროდ ძალიან ბევრი შეკითხვა, არ უღიარებია არავის შეცდომები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან მალე მოირგო საქართველომ მსხვერპლის როლი, რომელიც სიმართლის მხოლოდ ერთი ნაწილია, ხოლო საკუთარ ცუდზე, არასწორ გადაწყვეტილებებზე, ოპორტუნიზმზე არავინ საუბრობდა. რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო იმის შეცნობა, რაც ჩემს უკან იყო, აუცილებელი იყო გაცნობიერება, რა ნიადაგზე დგას დღეს საქართველი, ის ქვეყანა, რომელიც
ჩემი ნაწილია. ხოლო ბოლო წლებში ეს აუცილებლობა რაღაცნაირად გამიმწვავდა. ეს შეკითხვები რომ არა, ამ წიგნს ვერ დავწერდი.
გააგრძელეთ კითხვა:
http://www.einblickgeorgien.blogspot.de/2014/09/2.html
ასევე იხ. რეპორტაჟი: (მე-6 სიაში) http://einblickgeorgien.blogspot.de/2017/03/blog-post.html
გერმანული ბლოგი: http://elbsalon.de/nino-haratischwilis-das-achte-leben-fuer-brilka-in-thalia-theater/
http://www.einblickgeorgien.blogspot.de/2014/09/2.html
ასევე იხ. რეპორტაჟი: (მე-6 სიაში) http://einblickgeorgien.blogspot.de/2017/03/blog-post.html
გერმანული ბლოგი: http://elbsalon.de/nino-haratischwilis-das-achte-leben-fuer-brilka-in-thalia-theater/
პდფ ფრომატში არსებობს ეს წიგნი?
AntwortenLöschen