ნინიკო მორბედაძე |
ნინო ხარატიშვილი წერს: "Schokolade war nur noch ein Andenken an eine andere Epoche, und ohne Schokolade vergaß man die Süße und ohne Süßes vergaß man die Kindheit und ohne Kindheit vergaß man den Anfang und ohne den Anfang erkannte man nicht das Ende." (შოკოლადი იყო გარდასული ეპოქის გახსენება, შოკოლადის გარეშე ივიწყებდი სიტკბოს, სიტკბოს გარეშე კი ივიწყებდი ბავშვობას, ბავშვობადავიწყებული კი ივიწყებდი დასაწყისს, დასაწყისის გარეშე კი ვეღარ ცნობდი დასასრულს)
ნ.ხ. ინტუიცია წერისას კი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე გეგმით არასოდეს მიწერია და ვერც დავწერ. ხშირად მხოლოდ ნაყწვეტები, ნაკუწები მაქვს თავში დალაგებული და სცენის, სიტუაციაა აღწერას, რომ ვიწყებ, ხშირად არც ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაციოს და ემოციის სწორი დოზირება წერისას. მხოლოდ ემოციას ვერ მიყვები, მაგრამ მხოლოდ რაციოს და ინტელექტის კარნახითაც არაფერი გამოვა. კონკრეტული ეპიზოდის (აღ)წერისას ამინდსაც კი აქვს მნიშვნელობა, თუ წვიმს ის სცენა სხვანაირი გამოვა, ვიდრე თუ მზე ანათებს. მე ყველაფრისთვის ღია უნდა ვიყო, ყველაფერი უნდა გავატარო ჩემში, არაფერში დავინდო თავი, არ უნდა დავიცვა, რომ ის, რასაც ვწერ ალალი გამოვიდეს.
Süddeutsche
Zeitung-ის რეცენზენტი სწორედ
შენიშნავს, რომ ნინო
ხარატიშვილი გერმანელისათვის არც
ერთ “ნაცნობ” ფრაზას
არ იყენებს მთელი
რომანის მანძილზე. ჩვენს
ინტერვიუში ვკითხეთ ნინო
ხარატიშვილს:
მ.ლ.გერმანულ ინტერვიუებში შენი თხრობის განსაკუთრებულ მანერაზე და ენის ორიგინალურობაზე ხშირად არის შენიშნული. ჩემთვის, რომელიც გერმანულ ლიტერატურას ორიგინალში გაცნობის საშუალება მაქვს, ამ წიგნის კითხვისას მაქვს შეგრძნება, რომ თითქოს ქართულად ვკითხულობ. ახლა ვერ ვიტყვი, არის თუ არა ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური შეგრძნება. მაგრამ რახან შენი ლიტერატურის შეფასებისას ენის განსაკუთრებულობა ყოველთვის ხაზგასმულია, შევეცადე დისტანციით წამეკითხა და თუ არ მეჩვენება, მართლაც თითქოს გავს ქართულ მეტყველებას. ეს პირველ რიგში ატმოსფეროა, რომელსაც სტრიქონებს შორის იქმნება. რაც შეეხება კონკრეტულ მომენტებს, როგირცაა მაგალითად ერთერთი გმირის,- სტატიას მიერ გამომცხვარი “ზგუშჩონკის” კრემის ტორტი, ან ფრაზა, “oh, das ist doch irgendwo in
Russland?“ („ო, ეს ხომ სადღაც რუსეთშია?” ), -ვიტყოდი, რომ აღმოსავლეთ ევროპელისათვის ტექსტის გამოყენებისა და აღქმის მხრივ განსხვავდება დასავლელებისაგან. ნარატივი, რომელიც ლიტერატურაში აისახება, - ჰხედავ განსხვავებებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ლიტერატულ ენაში?
ნ.ხ.: ძალიან რთულია საკუთარი სტილის ობიექტური შეფასება. რეცენზიებში ხშირადაა აღნიშნული ერთგვარი "არაგერმანული"
თხრობის მანერა. ქვეცნობიერად ალბათ ქართული ენა და მისი სპეციფიკა წერისას დიდ გავლენას ახდენს ჩემზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ წერისას ქართულად ვფიქრობ ან ქართულად ვაწყობ წინადადებებს. ეს ალბათ ქვეცნობიერი პროცესია. ალბათ ჩემი, როგორც მკითხველის გემოვნებაც დიდ როლს იკავებს. მაგალითად მე ძალიან მიყვარს პროზაში დიალოგები და ავტორის, როგორც რაღაც ზეპერსონაჟის ნაკლებად ფიგურირება, ასევე გარკვეული პოეტრუობა ენის, მიყვარს, როცა ნაცნობ სიტყვებს და წინადადებებს ისე აწყობ, რომ რაღაც ახალი იქმნება, ასევე ძალიან მიყვარს პოეზია და მისი შემოჭრა პროზაში, თუმცა გადამეტებულად ლირიული პროზაც არ მიყვარს. იმის თქმა მინდა, რომ ალბათ ბევრი ფაქტორი თამაშობს როლს საკუთარი სტილისტიკის ჩამოყალიბებაში, თუმცა ეს სტილი სულ ვითარდება და ყოველი ახალი ტექსტისთვის ახლებურად უნდა იყოს შერჩეული, საოცრად მომაბეზრებლად მეჩვენება, როცა ერთი და იგივე თარგს იყენებს ავტორი ყველა მის ნაწერზე. ჩემთვის შინაარსი დომინირებს, ის მკარნახობს სტილისტიკას, ფორმას, ჯერ შინაარსი და ამბავი უნდა მქონდეს თავში, უნდა მივყვე მას და ის მერე თავისთავად მოითხოვს რაღაც საკუთარ ფორმას.
არ ვიცი რამდენად შეიძლება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპული სტილისტიკის გამიჯვნა და შედარება, გასნახვავებები რა თქმა უნდა იქნება და არის, თუმცა ეს ალბათ უფრო ლინგვისტების და ლიტერატურის მცოდნეების შესაფასებელია და მე ამ შემთხვევაში ობიექტური ვერ ვიქნები. მე წიგნი ან აღმაფრთოვანებს, მიტაცებს, მაჯადოებს, ან გულგრილს მტოვებს. ჩემი შეფასების კრიტერიუმებიც ესაა.
მ.ლ.: სიტუაციის სხარტი აღწერები შთამბეჭდავია ამ წიგნში, (..
und mit zittrigen Fingern an der Tischdecke herumzupfen... ). ასეთი დიდი მოცულობის ისტორიული რომანის წერისას, ალბათ ქვეცნობიერად ირთვება ინტუიციაც, თუ როგორი უნდა იყოს თხრობა. ამ რომანის სტილს კინოს მონტაჟის ტექნიკას და თეატრის სცენურობასაც შევადარებდი. მისი ცალკეული ნაწილები ზოგჯერ კრიმის, ზოგჯერ პიესის მონოლოგს წააგავს. ლიტერატურის ანალიზის პრეტენზიის გარეშე, ავღნიშნავდი, რომ რომანის ჰომოგენობა მისი კომპლექსურობით არის მიღწეული, თავად კონცეფციით, რომელიც დღეს, როცა ის უკვე შენთვის დასრულებული სამუშაოა და მეტი დისტანცია გაგაჩნია, - იყო ამ რომანში შენთვის რაიმე სიახლე, ან თავად წერის პროცესის განსხვავებულობა, ან ახლა როგორც დასრულებულის, - რაიმე ენობრივი სხვაობა წინა რომანებთან შედარებით?
ნ.ხ.: პირველი რომანი ეპიზოდური იყო, იქ სხვადასხვა ენა და თხრობის მანერა მჭირდებოდა, ასევე აქცენტი დასავლეთ ევროპაზე და მის კულტურაზე იყო, მეორე სასიყვარულო ისტორიაა, იქ ძალიან სუბიექტური, ალბათ უფრო მინიმალისტური, პირდაპირი ენა მოითხოვა შინაარსმა, ხოლო ამ წიგნში, რომელიც საქართველოს გარშემო ტრიალებს და სადაც აღმოსავლეთ ევროპა განაპირობებს სიუჟეტურ მსვლელობას, იქ მეტი პოეზია, მეტი ექსპრესიულობა, ოპულენტურობა იყო საჭირო.
ძალიან განსხავდებოდა ამ რომანზე მუშაობის პროცესი დანარჩენი ორისგან. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნიადაგი, რომელზეც ეს რომანია დამყარებული, ისტორიულია და ის ფაქტები თავისთავად განაპირობებენ გარემოს, ტრაგიზმს, კომიზმს, აბსურდულობას. ანუ მე 20 საუკუნის, (საბჭოთა და არა მარტო) ისტორიის ფონს მივუყვებოდი წერისას და რეალურის და ფიქტიურის შეთავსებას ვცდილობდი, ამ ნაზავისთვის განსაკუთრებული ფორმის მონახვას. ძალიან განსხვავდებოდა ასევე იმით, რომ ამხელა მასალასთან მქონდა საქმე, ამდენ რეალურ ამბავთან, რომელიც
ერთგვარად ჩემებურად მეთარგმნა და ჩემი ფანტაზიის ნაწილად გამეხადა. ასევე რეალური პერსონაჟები, როგორიც მაგალითად ბერიაა, ჩემი ფანტაზიის ნაწილად უნდა მექცია, რაშიც ის დამეხმარა, რომ ამ პერსონაჟს მკითხველი ჩემი, ფიქტიური პერსონაჟების თვალით უყურებს, ისე ხედავს, როგორც ისინი და ა.შ.
ავტორი მისთვის
ჩვეული დაუნდობლობით, მაგრამ
ყოველთვის დროული დისტანცირებით
მიყვება თხრობას და
გრაფიკული შტრიხებით ახერხებს
პერსონაჟების დახასიათებას. რეალური
პიროვნებები, სტალინი, ბერია,
სახელებით არ არიან
რომანში მოხსენიებულნი. მიუხედავად
მათი დოკუმენტურად აღწერისა,
სტალინისნაირი ფიგურის სახელით
შემოყვანა რომანში, მას
უთუოდ მხატვრულობის მაგიას
ნაწილობრივ წაართმევდა, რასაც
ავტორი შესანიშნავად გრძნობს.
სტალინი და ბერია, რომლებიც მთელი წიგნის განმავლობაში ფიგურირებენ, მხოლოდ
რომანის დასასრულისას ერთხელ ანეგდოტის მოყოლის დროს არიან სახელით ნახსენები. “საუკუნის
წყევლა” ჯერ კიდევ ძალაშია.
მ.ლ. ამ პერიოდის გაგების, რეფლექტირების მცდელობა იყო პირველ რიგში მიზანი თუ მაინც რისთვის დაგჭირდა თხრობისათვის ეს ფონი? თუ გაქვს იმის განცდა ევროპაში, რომ ევროპის დღევანდელ ნარატივს ამ ადგილას
"ცარიელი აქვს ფურცლები"?
ნ.ხ. ეს რაღაცნაირად თავისთავად მოხდა ასე. კვლევა, რომ დავიწყე, ამ მასალამ მიკარნახა ეს ფორმა. რაღაცნარად ბუნებრივად მეჩვენა, იმიტომ, რომ თავიდანვე ვიცოდი, რომ ისტორია მთელ ამ ოჯახის და რომანის ისტორიას განაპირობებდა, განაგებდა და ის ერთ ერთი მთავარი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ამ წიგნში. მერე ნელნელა კვლევის პროცესში, საოცარ მასალებს ვაწყდებოდი და მინდოდა ყველაფერი ჩამერთო შიგნით, თავიდან ასეც იყო, პატარა ბავშვივით ვიყავი, რომელიც სანაყინეში ყველა სახეობას ირჩევს და ყველაფერი უნდა გასინჯოს.
შემდეგ კორეკტირების პერიოდში ბევრი რამ ამოვიღე, რაც არ იყო ესენციური ჩემი ამბავისა და პერსონაჟებისთვის.
ასევე გეთანხმები, რომ დასავლეთ ევროპაში დღემდე ძალიან ცოტა რამ იციან რკინის ფარდის მიღმა რა ხდებოდა და საქართველო ზოგს დღემდე რუსეთის ნაწილი ჰგონია. ძალიან ბევრმა გერმანელმა მკითხველმა, ვინც ეს წიგნი წაიკითხა, თქვა, რომ ძალიან დიდი ცოდნის დეფიციტი ჰქონდა ამ თემებზე, ამ ქვეყნებზე და ძალიან მოხარულია,რომ ამდენი რამ გაიგო. თუმცა ეს მიზეზი ამ ფორმის არჩევისთვის გადამწყვეტი არ ყოფილა.
რომანის ცალკეული
თავები ეძღვნება შვიდ
პერსონაჟს ცალ-ცალკე
და მთელი საუკუნე ცოცხლდება
ჩვენს თვალწინ. ამდენად
რომანში მთავარი პერსონაჟი
არ არის. მიუხედავად
ამისა, სტასია, “ფაბრიკანტის”
ერთ-ერთი ქალიშვილი
და ბრილკას დიდი ბებია
განსაკუთრებულია. ტექსტის დასაწყისშივე,
მისი დიალოგით გადმოცემულია
რომანის ერთერთი შესანიშნავი
პასაჟი, როცა ის
ნიცას, რომანის მთხრობელს
ამცნობს თავის გადაწყვეტილებას
ძველი საოჯახო ხალიჩის
რესტავრირების სურვილის შესახებ.
მთელი ეს ტექსტური
პასაჟი იმდენად კონცეპტუალურია,
დაწერილი ერთი ამოსუნთქვით,
რომ რაიმე ციტატის
ამოჭრაც კი დასანანია.
სტასიას სურს ძველი
ხალიჩის მოვლა, იცის,
რომ ის ისეთივე
აღარ იქნება, როგორიც
ადრე იყო, მაგრამ
ეს არ არის
მთავარი. ის ხედავს
და ათვალიერებს ყველა
ძაფს, რომელიც კვანძებად
გამოკრული. ის მხოლოდ დისტანციიდან აღიქმება
ლამაზ ფუგურებად. ადაამიანის
ხელი ქსოვს ხალიჩას,
საიდანღაც ერთად მოგროვილი
სხვადასხვა ფერის ძაფებით, რომელიღაცა
ცოდნით. “ხალიჩები ამბებითაა
ნაქსოვი. ამიტომ ის
მოფრთხილებული და მოვლილი
უნდა იყოს”, “ამბები,
ამბების უკან” უნდა
მოძებნო, “სხვადასხვა შრეები,
რომელიც ერთ ძვირფას
ხალიჩას ქმნის”. სტასია,
რომელიც რომანის გმირებისაგან
საკუთარ თავთან მეტი
ოპორტუნიზმით გამოირჩევა, თავისი
დროის შვილია, თავისი
განუხორციელებელი ოცნებებით,
ისტორიის ყველა ქარცეცხლში
გზააბნეული, უთავბოლო მონაწილეობით,
ყველაფერის ცოდნით, მათ
შორის “ფაბრიკანტის” საიდუმლო
რეცეპტის, რომელიც მამისაგან
ნდობით მიიღო, მგზნებარე
კომუნისტის ცოლი, ოჯახის
ნათესავის, თეკლას, პეტერსბურგის
არისტოკრატულ ოჯახში გათხოვილი
“Grand Dame“-ის
სიცოცხლის ბოლო წლების
მეგზური, ჩეკისტი შვილის
დედა, ასევე ჩეკისტებისაგან
გაუბედურებული მეორე შვილის
დედა. - სწორედ სტასია
არის ის პერსონაჟი,
ვინც ამბების ქაოტური
მსველობების ავან-ჩავანი
იცის და ხალიჩის
ფერდაკარგული ქარგის დანახვა
შეუძლია. ის ნიცას
ეუბნება: “სჯობს და
უფრო საინტერესოა, როცა
რაიმე იცვლება. ჩვენ
მას განვაახლებთ და
ჩამოვკიდებთ და ვნახავთ
რა მოხდება”.
ერთი კი
არის, - ნინო ხარატიშვილის
რომანის სტიქონებით საქართველო
ალბათ ასეთი ინტენსიურობით
პირველად, მსოფლიო ნარატივს
შეუერთდა. დანარჩენი ისევ
საქართველოზეა, როგორც რომანის
ეპიგრაფია,-
“დრონი მეფობენ და
არა მეფენი”, - თუ
როგორ გათვლის ის
დროს, თუ როგორ
ჩაუშვებს ღუზას ამ
დიდ ოკეანეში, თუ
როგორ “ჩაისუნთქავს” შოკოლადის
არომატივით გაბნეულ ყველა
არსებულ ცოდნასა და
შეგრძნებებს, და როგორ
მივა იქამდე, სადაც
“…კიდევ ერთი ორი
წამი და ჩვენ
ერთმანეთს ვიპოვით” - როგორც
ეს რომანის ბოლო სტრიქონია.
ნინო ხარატიშვილის
კი, კიდევ ბევრ
საინტერესო შემოქმედებით წარმატებებს
ვუსურვებთ, - ყველაფერის პოვნას!
----------------------------
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen