დაიბეჭდა გაზეთ "კახეთის ხმაში"
http://www.kakhetinews.ge/ge/voice-of-kakheti/news/roger-vilemzenis-axali-wigni-zesaxli-erti-weli-parlamentshi
მარიკა ლაფაური,
ჰამბურგი, 13.03.2014
ვერ ვიტყვით, რომ როგერ ვილემზენი გერმანიაში პოპულარული პიროვნებაა. თვით სამხრეთ გერმანიაშიც კი, არ ამბობს მისი სახელი იმდენს, რამდენსაც ჩრდილოეთში, სადაც ის ,,NDR-ი“ (ჩრდილო გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელ, ,, ARD” ერთობლივი მედია) საკუთარი გადაცემების წამყვანია და სხვა გადაცემებს ხშირი სტუმარიც. ვილემზენი პროგრესული მოძრაობის წევრია (“attac“) და სხვადასხვა ჰუმანირატული პროექტის ინიციატორი. მას გერმანიის ცნობილ გამომცემლობებში აქვს წიგნები გამოცემული.
ვილემზენისნაირ ადამიანებს გააჩნიათ ის განსაკუთრებულობა, ვისი საშუალებითაც ყველა ეპოქებში კაცობრიობის ჰუმანური ველი ნარჩუნდება. ასეთი ადამიანები აქტიურობით ძალისხმევას არ იშურებენ და იქ მაინც, სადაც არიან, ურბანულ ცივილიზაციებში, ცდილობენ, მცნება- ,,ღმერთია ჩემი ხატება” შეინარჩუნონ. ასეთი ადამიანები, თავად არ არიან ისტორიული მასშტაბების, მაგრამ ქმნიან იმ გარემოს, რომლის გარეშე კულტურა, ფართო გაგებით ვერ იარსებებს. ნებისმიერი ცნობილი ბიოგრაფიების შესწავლისას ასეთი ადამიანების როლის აღმოჩენა თვალსაჩინოა. გენიოსების მიერ კულტურის ,,გარღვევები” და ცნობიერების გაფართოება, იქნება ეს ხელოვნებაში თუ მეცნიერებაში აუცილებლად საჭიროებს მის გარშემო უშუალო ურთიერთობებს. ზოგ შე-მთხვევაში ახლოდან დაკვირვებისას ცნობილი აღმოჩენებიც კი სათუო ხდება, იმდენად დიდია ხოლმე იმპულსი ან თავად ფორმირებული იდეა მიღებული გარედან.
ვილემზენის ყველაზე ცნობილი გადაცემების ციკლი მუსიკის მაგალითზე სწორედ გლობალური კავშირების მოძიებას ეძღვნება, სადაც ის კლასიკას, ჯაზს, სხვადასხვა ეპოქებისას ყველა ცნობილ მიმდინარეობებს, ერთმანეთს უკავშირებს. ყოველი ასეთი 30 წუთი რადიოში დიდი შენაძენია, როგორც მუსიკისმცედნეობის თვალსაზრისით, ასევე ზოგადად თვალსაწიერისა და აღქმის გაფართოების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ვილემზენი ,,ყვითელი მედიის” სტუმარიც ყოფილა და ე.წ თავისუფალ და საჭოჭმანო თემებსზეც უსაუბრია, მისი დამოკიდებულება - ,,მთავარი ის არ არის, რას ვსაუბრობ, არამედ, როგორ ვსაუბრობ”- საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფორმულაა. ეს განსხვავება საქართველოში თითქმის არ არსებობს და ის ჩვენში კიდევ უფრო მძაფრდება საკუთარი ,,ინდივიდუალობის” ნიშნით უკიდირესობამდე თუ არა კარიკატურობამდე მიყვანილი ,, მეს” ხაზგასმით.
ვილემზენის ახალი წიგნი ,,ზე-სახლი” - ერთი წელი პარლამენტში” ახლახანს ,,S.Fischer-ის” გამომცემლობამ დაბეჭდა. წიგნში გაანალიზებულია ის დაკვირვება, რისთვისაც ვილემზენი ერთი წლის მანძილზე, 2013 წელს ყოველდღიურად პარლამენტის მუშაობას ეცნობოდა. ვილემზენი აკრიტიკებს არა მხოლოდ გერმანიის საპარლამენტო მუშაობას, არამედ, აქედან გამომდინარე, ევროპული პარლამენტარიზმის - ამ მთავარი დემოკრატიულო მონაპოვარის კულტურას. წიგნი ნიშანდობლივად მთავრდება მერკელის გამონათქვამით: - “თქვენ მე მიცნობთ”, რაც ნიშნავს, “ნურაფერს ნუ ელოდებით”. ეს ლაიტმოტივი არა თუ მხოლოდ გერმანიის პოლიტიკისათვის დამახასიათებელი “ჩაშოშმინების” მეთოდია, არამედ საბოლოო ჯამში მთლიანად ევროპული, ხედავენ რა, ლიბერალური ეკონომიკის გადახლართულ კავშირებს, დაკავებული არიან მხოლოდ პრობლემების ლოკალური დაწყნარებით და არავის აქვს გამბედაობა სინამდვილის გამოწვევებზე რეაგირებისათვის.
ვფიქრობ, ამ წიგნის მთავარი ღირსება ავტორის ,,ჰალტუნგ” არის. ეს კომპლექსური სიტყვა გერმანულად ბევრად მეტს აღნიშნავს, ვიდრე მისი ერთ-ერთი თარგმანი “დამოკიდებულება”. “ჰალტუნგ” გონითჰუმანურ მეცნიერებებში ტერმინადაც გამოიყენება და სწორედ გერმანულ ტრადიციებზე აღზრდილი ქართული შესანიშნავი ფილოსოფიური და ფსიქოგიური სკოლის, დიმიტრი უზნაძისეულ “განწყობასთან” ერთად გამოიყენება. ავტორი ზოგადი მწვავე კრიტიკის გარდა, პოლიტიკური ბანაკებისა და სიმპათიების მიღმა ახასიათებს ცალკეული გამომსვლელების სიტყვებს, სიტყვის ძალას და სწორედ აი ამ ,,ჰალტუნგს”, რაც საბოლოოდ პიროვნების საზომია; ღირსების, ნიჭის, ფანტაზიის, რიტორიკის, გამბედაობის ერთდროულობა. ეს სიტყვა უფრო ამ უნარის სურვილსაც გამოხატავს. გვაქვს კი სურვილი ი ყოს ეს ჩვენთვის საზომი? პარლამენტი ხომ სწორედ ამ ნიმუშს უნდა იძლეოდეს?
ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკას დიდი შანსი ჰქონდა და აქვს კიდევაც, რომ მსოფლიო გამოწვევებს გამბედაობით უპასუხოს, ჰქონდეს მას ეს საკუთარი ,,ჰალტუნგი”. სწორედ მისი სიპატარავისა და, ერთი შეხედვით, უმნიშვნელობის გამო მხოლოდ ჩვენნაირ ქვეყანას, ევროპის გეოგრაფიულ სადარაჯოზე ხელეწიფება ევროპის მფეთქავ გულად გადაქცევა. ამ მხრივ საქართველოს შანსი, გამხდარიყო ჩვენს პლანეტაზე ჰუმანური კაცობრიობისათვის იდეის გამძღოლად, სამწუხაროდ, პირიქით ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მიერ საპირისპიროდ არის დატრიალებული.
მარიკა ლაფაური, ფრანკ ტრემელი, საქართველო, ფილოსოფია, არქიტექტურა, მედია, პოლიტიკა, ატენი, სიონი, კისისხევი, მუსიკა, საგალობელი, Musik, Dr. Frank Tremmel, Marika Lapauri-Burk, sakartwelo, einblick Georgien, Kaukasus, caucasus, Tiflis, Sakartvelo, Tbilissi, georgisch, Tourismus, georgische Sprache, Kutaissi, Nachrichten aus Georgien, Medien, Geschichte Georgiens, georgische Kultur, philosophie, Giwi Margwelaschwili, Film und Theater, Traditionen, Kulturantropologie, Literatur, Lile e.V.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen