Dienstag, 8. April 2014

ვილჰელმ რაიხი - გასული საუკუნის ერთ-ერთი განსაკუთრებული მეცნიერი

შემოკლებით დაიბეჭდა გაზეთ "კახეთის ხმა"-ში http://kakhetinews.ge/ge/voice-of-kakheti/news/vilhelm-raixi-gasuli-saukunis-ert-erti-gansakutrebuli-mecnieri

ვილჰელმ რაიხი გასული საუკუნის მეცნიერია. მისი კვლევის საგანი ადამიანია, თავისი სულიერი, ბიოლოგიური ერთიანობით. მან დაიწყო ფსიქოანალიზითა და ფსიქოლოგიით, მისი კვლევა კომპლექსურად მოიცავს მიკრობიოლოგიის, სოციოლოგიისა და სხვა დარგების ერთიანობას პარაფიზიკის ჩათვლით. 
დაიბადა 1897 წლის 24 მარტს, ავსტრიაში. ადრე დაობლებული 17 წლის ბიჭი 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის ჯარების შეტევის დროს იძულებულია, მიატოვოს სახლ-კარი. ვენაში სამართლისა და მედიცინის სწავლის პერიოდში ,,ვენის ფსიქოანალიტიკოსთა გაერთიანების” წევრად მიიწვის, რომელიც მალევე ფროიდთან კონფლიქტის გამო დატოვა. 
1933 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი ,,მასების ფსიქოლოგია ფაშიზმის დროს”, სადაც ნაციონალ-სოციალისტები გაააკრიტიკა, მისი ნაშრომები მაშინვე აიკრძალა და ფაშისტების მიერ ცნობილი წიგნების დაწვის აქციის დროს განადგურდა. 
დანიასა და ოსლოში მოღვაწეობის შემდეგ იძულებულია ამ ქვეყნების დატოვების და საცხოვრებლად ამერიკაში გადადის. 50-იანი წლენსი იწყება რაიხის საწინააღმდეგო მედია კამპანა და მისი კვლევების დეფორმირება. აინშტაინი, რომელიც მანამდე ინტერესით გაეცნო რაიხის კვლევებს, - დუმულს ამჯობინებს. ისევე როგორც ფაშისტურ ავსტრია-გერმანიაში, აქაც ხელმეორედ დაწვეს მისი წიგნები. 1956 წელს აქაც აკრძალულ იქნა მისი გამოგონება და კვლევა და მას პატიმრობა მიესაჯა, ციხეში მალევე, 1957 წელს, 3 ნოემბერს, ოფიციალური ცნობებით ინფარქტით გარდაიცვალა, თუმცა სამედიცინო დასკვნა ამის შესახებ არ არსებობს.  სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც განაჩენი მეცნიერების დასწრების გარეშე იქნა მიღებული რეიხი წერდა თავის მეუღლეს, ილზე ოლენდორფს: .."მე პატიმრობას ვერ გადავიტან, სადაც სავარაუდოდ მომკლავენ.."
ანდერძის თანახმად, დარჩენილი არქივი გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ უნდა გამხდარიყო ხელმისაწვდომი და შემდგომი კვლევებისათვის ჰარვარდის უნივერსიტეტს მხოლოდ 2007 წლიდან გადაეცა. რაიხის ექსპერიმენტებისა და კომპლექსური კვლევების შესახებ დღემდე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა მეცნიერთა შორის. მიუხედავად კრიტიკისა, რაიხის შეხედულებებმა და თეორიებმა დიდი გავლენა იქონია 60-იანი წლების მოძრაობაზე, აინშტაინის კვლევებზეც კი. ჩვენი მიზანი ამჯერად ვერ იქნება ვილჰელმ რაიხის შემოქმედების მიმოხილვა, მაგრამ ამ მცირე შეხსენებით 21-ე საუკუნისათვის შესაფერისი კომპლექსური თემებისათვის უნივერსალური აღქმისათვის საჭირო, მივიწყებულისა და არაპოპულალური თემების საჯარო სივრცის დროის გამონახვის იმედი გვაქვს. რაიხის კომპლექსურობა და ჰუმანურობა, ადამიანის თავისუფლების იდეა, მეცნიერული თეორიები, ტოტალიტარიზმის კვლევები საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
თავის მეგობარს, ცნობილ მკვლევარსა და რეფორმატორული პედაგოგიკის ავტორს ალექსანდრე ნილსს, (A. Neills) რაიხი წერდა:
,,ადამიანი, მართალია, მზადაა თავი გასწიროს რომელიმე შეთავაზებული იდეისათვის, თუ ვინმე მას ეუბნება, რომ ასეა საჭირო, მაგრამ ის არაა მზად პაწაწინა რისკისთვისაც კი, საკუთარი იდეების წარმოსადგენად და გასახორციელებლად. თავისუფლებას არაფერი პრობლემები არ ექნებოდა, რომ არა ადამიანების შიში ამ თავისუფლების და მათი ლტოლვა ავტორიტეტებისადმი და წინამძღოლისადმი. პასუხისმეგბლობა თავად თვითდამონებული ადამიანზე კისერზეა და არა სტალინსა ან ჰიტლერზე, ან საკუთარი თავის გარდა ვინმე სხვაზე. ეს არაპოპულალური შეხედულებაა და, ალბათ, ძვირად დამიჯდება.”
ინტერნეტში მეცნიერის შესახებ საინტერესო ფილმის მოძიებაც შეიძლება, თუ კი ვინმე, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ამ მოკლე წერილით დაინტერესდება, ჩვენი წერილის მიზანიც შესრულებული იქნება.

მარიკა ლაფაური, 
ჰამბურგი, 13.03.2014 

1 Kommentar:

  1. saintereso statiaa , tu mets shemogvtavazebt dzaan kargi iqneba , <3

    AntwortenLöschen