2015 წლის 19 ივნისს გაიმართა "სახე(ლ)ების დაჯილდოვება და საქველმოქმედო აუქციონი ივნისის დაზარალებულთა დასახმარებლად. / დაჯილდოვებისას წარმოთქმული სიტყვა
ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,
Sehr geehrter Botschafter, Herr Henning,
ამაღელვებელია და დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენ წინაშე წარდგომა. სულაც არ მინდა დავმალო, რომ გამიხარდა, როდესაც დაჯილდოვებულთა სიაში მოხვედრა მაცნობეს. დღეს საქართველოში პირველად მიეპყრო ყურადღება ჩემს 26-წლიან საქმიანობას გერმანიაში და ენთუზიაზმით შესრულებულ 150 პროექტს. მიმაჩნია, რომ კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ენთუზიაზმია. ამის სასწავლებლად შორს წასვლა არ დამჭირვებია, და თუ ეს
ენთუზიაზმი ხანდახან იკლებს, ჩემთვის მის შესავსებად მამაჩემის, სოლომონ ლაფაურის ცხოვრების გახსენებაც კმარა ხოლმე.
დღევანდელი თავყრილობა მესახება იმ ერთ-ერთ მცდელობად, საქართველოში ფრაგმენტირებული კომუნიკაციის გამოსასწორებასა და დახმარებას რომ ხელს შეუწყობს, დაამყარებს კომუნიკაციას, რომელიც დღევანდელი კულტურის პოლიტიკის ჩამოყალიბებას მოემსახურება.
კულტურის პოლიტიკა პირველ რიგში უნარია, დაუკავშირო გლობალური ტექნოლოგიები ადამიანის სპონტანურობას.
ბევრი სხვადასხვა პატარა პროქტის ორგანიზებული კოორდინაცია უნდა იყოს კულტურის პოლიტიკის საყრდენი. ჰომოგენურობა მხოლოდ დეტალებისადმი ყურადღებით შეიძლება იქნას მიღწეული. დღეისათვის ყველანი ვგრძნობთ სიღრმეში წასულ მიზეზებს, რის გამოც ქართული კულტურის გული, მისი რიტმი, მრავალგზის იქნა ამოვარდნილი ტაქტიდან, სწორედ ამიტომ, კულტურის შემაკავშირებელი როლის განმტკიცება ერთადერთი გზაა, რომელიც ასევე ეკონომიკური წინსვლის გარანტიაა.
ცნება "მოდერნის" მამად წოდებული ბერნარ დე შარტრის (Bernard de Chartres) ცნობილი ციტატა რომ მოვიშველიო, "ჩვენ ვართ ჯუჯები, რომლებიც გოლიათბს მხრებზე ვაზივართ. ჩვენ უფრო შორს შეგვიძლია გახედვა, ვიდრე ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ, ჩვენი ცოდნა უფრო დიდია, ვიდრე მათი და, მაინც, ჩვენ არარაობანი ვიქნებოდით, რომ არა ჯამი მათი ცოდნისა, ჩვენს მეგზურად”. დღეს, ყველაფერის ერთად გადახედვა მგონია ყველაზე მთავარი.
ესეც
არის ჩემი ბოლო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის, კისისხევის „კარგი
სახლის“ დაარსების იდეა. „კარგი სახლის“ განსაკუთრებულობა მისი პოლითემატურობა და
სინქრონულობაა, რომელიც წერტილოვნად არის აკუმულირებული.
თუ ჩვენ არსებული ძალაუფლების პოლიტიკის გაგრძელებით კულტურა საბოლოოდ ჩამოვაშორეთ უნივერსალურ აზროვნებას, მისი კომერციალიზაციით, მხოლოდ ხელოვნების დარგებად წარმოდგენილი და ღონისძიებებად ქცეული გვინდა დავტოვოთ, - საქართველო საბოლოო ფრაგმენტირებისთვისაა განწირული.
ყველა ჩვენგანის დღევანდელი განწყობა განსაკუთრებული მგონია.
ჩვენ არათუ თვალნათლივ დავინახეთ, არამედ ვიგრძენით კიდეც, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეს რთული მდგომარეობა, იქნებ, სწორედ ილია ჭავჭავაძისეული „სამოთხის კარის წინ დგომაა“, რომლის გასაღებს ის შემდეგნაირად გვთავაზობს: „სხვა შენთვის და შენ სხვისთვის! აი, გზა ცხოვრებისა! აი, ხიდი ცხონებისა! აი, გასაღები სამოთხისა!"
კეთილშობილება გადამდებია, ამიტომ კეთილშობილების მოფრთხილება, მისი აღმოჩენის და მოდერირების უნარი პატარა საქართველოსთვის, პლანეტის ამ ერთ-ერთი განსაკუთრებული
კულტურისათვის, ეგზისტენციალურია. მეგობრებო, დღეს და ახლა, - ბატონი გივი
მარგველაშვილის სიტყვებით: „Lets come together“.
ყველა მონაწილეს ვულოცავ მიღებულ ჯილდოს!
Marika
Lapauri-Burk
Tbilisi,
19.06.15
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen