Sonntag, 27. Mai 2012

2012 წლის 26 მაისი

http://www.youtube.com/watch?v=VwtSQgQQKhc
Audioversion


მე,რომელმაც გერმანიაში ყოფნის 23 წელიწადი გამუდმებით ღონისძიებების ჩატარება-ორგანიზაციაშიგავატარე, წლევანდელი 26 მაისის დამდეგს და სხვადასხვა მოსაწვევების მიღებისას,საკუთარ თავს ერთგვარი უხალისობა შევატყვე. მივხვდი იმასაც, რომ შარშანდელ 26 მაისთანდაკავშირებულ მღელვარებებს უკვალოდ არ ჩაუვლია. 26 მაისის პოლიტიკურ სამიზნედ გამოყენებამსაქართველოს საზოგადოების დანისლულ თვითშეგნებას კონტურები კიდევ უფრო დააკარგვინა.გადავხედე ჩემს შარშანდელ ბლოგის ჩანაწერებს და სევდა კიდევ უფრო მომერია. არ გადავაჭარბებ,თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის ამ მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა. ჩემს თავს გავესაუბრე, როგორცეს უმალვე ხდება ხოლმე საკუთარი გაორებულობის გასაერთიანებლად და ვთქვი: ეს არის საქართველოსეროვნული დღესასწაული, რომელსაც პატივი უნდა სცე. გასამძაფრებლად კი დავაყოლე, - დეგრადირებულიხომ არ უნდა იყო? ეს უკანასკნელი ის საშიში შეკითხვაა, რომლითაც განწყობის სასწრაფოდორგანიზაციაში მოყვანა ხდება ხოლმე.
გუშინდელი26 მაისის საკმაოდ უღიმღამო შეხვედრა Geovono-ში ჰამბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, პოლიტოლოგმა დათო ასათიანმა გადაარჩინა. მასთან ერთად მღეროდნენ ულრიკე ჰაიდენი და სოჰეილა სადრი, -ქართული სიმღერისდიდი დამფასებელნი ჰამბურგში.
სახლშიდაბრუნებისას გადავხედე ჩემს წიგნისთაროებს და ვიპოვე 1949 წლის ჟურნალ ივერიის პირველი გამოცემა, რომელის 26 მაისით დათარიღებულ შესავალშივკითხულობ: ჩვენ ილიას აზრსადა იდეებზედ აღზრდილნი, - მის მიერ ივერიის პირველი ნომრის გამოცემიდან 52 წლის თავზედ - ვკადნიერდებითდა იმავე სახელწოდებით ვცემთ ჩვენს ამ, ქართული ეროვნული პოლიტიკის ახალ ორგანოს.
ესჟურნალი 1994 წელს ჩრდილოეთ გერმანიაში გარდაცვლილი ემიგრანტის ნიკო ჯანელიძის ნაწილობრივგადარჩენილი ბიბლიოთეკიდანაა. ვფურცლავ ჟურნალს და ყოველ გვერდზე ვხედავ ნიკოს მინაწერებს.ამდენი წელია მაქვს ეს ჟურნალი და დღეს პირველად გადავფურცლე. უცნაურია. შემთხვევითაა?უეცრად ამ ჟურნალის სახით, თითქოსდა გასაგნდა ჩემთვის 26 მაისი, ვფურცლავ მას და თვალშიმხვდება ნიკოს მიწერილი სარედაქციო კორექტურები. გამეღიმა, - რაში სჭირდებოდა ნიკოსუკვე დაბეჭდილი ჟურნალის კორექტირება? ჩემი გაღიმება შეიცვალა, როდესაც გამახსენდა,ჩემი მთავარი ტკივილი, - თუ როგორ ვექცევით ქართველები ჩვენს საკუთარ სამეტყველო ენას.ემიგრაციაში მყოფმა ნიკომ იცოდა და ახლა უკვე მეც, თუ როგორი ცოცხალი ორგანიზმია ენა,როგორ ცოცხლობს ის შენთან ერთად და რამდენი ზრუნვა სჭირდება მის შენარჩუნებას. თვალწინდამიდგა და გამიცოცხლდა ნიკო ჯანელიძესთან ჩემი ურთიერთობის ლამაზი წუთები. ჟურნალისერთერთ სტატიაში მოვლენანი და ჩვენვპოულობ ფრაზას: სხვათა მიბაძვა, სხვისი ფეხის აყოლა, სხვათაგან ტანისამოსივითგადაღება იდოლოგიებისა თუ ზნეობისა, ან ეკონომიური და სოციალური წყობისა, პოლიტიკურიშენობისა, - უმეტეს შემთხვევაში, მოურგები და ხშირად მავნებელიცაა, ეროვნულ სახელმწიფოებრივსიჩლუნგის მაჩვენელია. - ამ სტრიქონებს,რომელსაც წერს ვინმე რ.გაბაშვილი, დღევანდელი საქართველოსათვის აქტუალურობა ვგონებმოჰმატებია. ევროპასა და მოდერნულობას ჩაჟინებული საქართველოს საზოგადოების დისკუსიებიჯერჯერობით მხოლოდ გვაშორებს ჩემს ჟურნალ ივერიაში ამოკითხულ სურვილს: მებრძოლი 26 მაისი წარსულს ჩაბარდება და კვლავ იშვება 26მაისი ზეიმის, მშვიდობიანობის, 26 მაისი საქართველოს აღდგომის, გულის თქმისა და სიხარულის.
27. მაისი 2012, ჰამბურგი

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen