Freitag, 11. August 2017

მოკლე კომენტარი გერმანიაში ჩატარებულ კონფერენციებზე-2009


მარიკა ლაფაური-ბურკი, ჰამბურგი


აქ მოკლედ გვინდა შევეხოთ  ერთ საკითხს და ინფორმაციის სახით გაგაცნოთ, რომ გერმანიაში ბოლო ხანებში მომრავლდა თურქი მეცნიერების მოხსენებები საქართველოს და კავკასიის თემაზე. როგორც ვიცით თურქეთი, როგორც ნატოს წევრი და მეზობელი ქვეყანა, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, გაცხადებული საგარეო პოლიტიკის გარდა, უმნიშვნელო არ უნდა იყოს თურქი მეცნიერების გამოსვლები საქართველოს თემასთან დაკავშირებით. ჩვენ საქართველოს საგარეო სამინისტროს უკვე ვაცნობებდით მასშტაბური კონფერენციის თაობაზე, რომელიც ჰამბურგში 2009 წლის 8 თებერვალს ჩატარდა, (სათაურით „კრიზისი კავკასიაში) სადაც ორი თურქი მეცნიერი პროფ. დოქტ. მიჰატ ჩელიპკალა და ჰასან კანბოლატი ანკარიდან მონაწილეობდნენ.  ჰამბურგში 18 ივნისს ჩატარდა ასევე ჩატარდა კონფერენცია თემაზე, „მრავალფეროვნება ქალაქში: კულტურა, რელიგია, ეთნოსი, სადაც ასევე კავკასიის თემატიკა განიხილებოდა. კონფერენცია ერთობლივი ღონისძიება იყო, ცნობილი ინსტიტუციებისა, როგორიცაა აზია-აფრიკის ინსტიტუტი (AAI) ჰამბურგის პოლიტიკური განათლების ცენტრი (TGH)
17-19 ივნისს ჩატარდა კონფერენცია „მტრის სახე პოლიტიკური რადიკალიზაციის კონტექსტში, რომელიც ლისტნოვში მოეწყო სამეცნიერო-კვლევითი, უნივერსიტეტთან არსებული საზოგადოება „EuroKaukAsia-ს ინიციატივით. აქაც ერთერთი მომხსენებელი, გერმანიაში, კიოლნში მცხოვრები მეცნიერი უსუფ ოტჩელიკი თემებით „ ეთნიკური კონფლიქტების ფსიქოლოგიის შესახებდა „ საქართველო ნაციონალიზმის ხაფანგში წარსდგა.

ლაიტმოტივი ამ მოხსენებებისა არის: თურქეთს შეუძლია კონფლიქტების  მოგვარება, ამის მიზეზად სახელდება, რომ თურქეთში „კავკასიური ეთნოსები  (და არა ქართველები) ცხოვრობენ, საქართველომ მეტად უნდა გაითვალისწონოს ეთნოსების სურვილები, აჭარაში მიმდინარეობს აგრესიული გაქრისტიანების პროპაგანდა და ეს არ არის სწორი გზა, საქართველოს არ გააჩნია სეპარატისტულ ტერიტორიებთან და განსაკუთრებით კი, აფხაზეთთან ურთიერთობის რესურსი, და ა. შ. მოხსენებებს თან ახლავს „რუკები“, განსაკუთრებით ხაზგასმულია აჭარის თემა. 
ჩვენი ინფორმაციებით, ეს მომხსენებლები აქტიურები არიან და სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ. ჩვენი საშუალებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია ამ  ყველაფერს მეტი ინტენსიურობით გავადევნოთ თვალი. 
ჩვენთვის რა თქმა უნდა გასაგებია აკადემიური, სამეცნიერო კველევების თავისუფლების უფლება. ასევე, არ ვაპირებთ ისედაც რთულ მდგომარეობაში ახალი განგაშის ატეხვას. მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ არათუ სიფხიზლე გვმართებს, არამედ საჭიროა ასეთ რთულ მდგომარეობაში საკუთარი გარკვეული სტრატეგიის გამომუშავება არა მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე არამედ საყოგადოებრივ დონეზეც. სამეცნიერო აკადემიური რესურსები მეტად უნდა იყოს ამოქმედებული. ჩვენი შეფასებით, ეს ბოლო ხანებში გააქტიურებული თურქული მეცნიერება საქართველოსთან მიმართებაში სრულიად გარკვეულ კურსზე მიუთითებს. 
ამ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა გვიჩდება ქართულ მედიასთან, სახელმწიფო უწყებებთან.
გვაინტერესებს, რა არის ჩვენი სტრატეგია, თუ ასეთი არსებობს, ევალებათ თუ არა საელჩოებს მინიმუმ ასეთი  მასალების შეგროვება, თუ კი, მაშინ გვაინტერესებს, თუნდაც ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე რა გაკეთდა ამ მიმართულებით და აქედან გამომდინარე, რა ამოცანებს ვუსახავთ ჩვენს თავს.

აქვე გვინდა ერთი ლინკი მივუთითოთ, რომელიც ვენის გახმაურებული კონფერენციის თემას ეხმაურება. 
გაზეთ 24საათის ფურცლებზე 30 მარტს ჩვენც ამ კონფერენციის თემას, (კვალავ ვენის შეხვედრის გამო, ავტ. ნანა ჭელიძე, მარიკა ლაფაური-ბურკი) სადაც  ავღნიშნავდით, ამ კონფერენციის მასპინძლის ჰანს ქრისტიან შტრახეს პოლიტიკურ ხედვას საქართველოსთან დაკავშირებით. იმედია, მკითხველს ახსოვს, ამ კონფერენციაში ახალი საპრეზიდენტო „კანდიდატის ებრალიძის მონაწილეობა და ლევან პირველის პირადი მეგობრობა და მისი ასევე მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.
პარტიის (FPÖ)ულტრა რადიკალურ მემარჯვენე მიმართულბაზე და მის რეპუტაციაზე დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში, ჩვენ უკვე დავწერეთ და აღარ გავიმეორებთ. შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას მხოლოდ მოკლე ოფიციალურ განცხადებაზე, რომ  20.06.09 ხსენებული ჰ.ქ. შტრახე  და მისი დელეგაცია შეხვდა მოსკოვში ლუჟკოვს, სადაც განიხილებოდა ზოგადი პოლიტიკური თემები, ეკონომიკის საკითხები და მეგობრული ურთიერთობების გაღმავება. 





Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen