Dienstag, 5. Januar 2016

ნესტან ბაქრაძე Nestan Bakradze გახსენება










https://www.youtube.com/watch?v=_7Z1SRdNvPE



ამონარიდი ფბ-ის კომენტარიდან:
თორნიკე, მეც არ შემიძლია საუბარი და ამან მიკარნახა უფრო მეტად ეს ფორმა. ამიტომ მადლობა გოგოებს, დინის, ლიკას, ცირას, რომელთათვისაც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულებაა და მიუხედავად ამისა შეეცადნენ საუბარს. და ირაკლის, ასევე დათოს და რეზოს. ჩემთვის ეს ყველაფერი იმიტომაც არის ასე მტკივნეული რომ მთელი ეს ჩვენი "საოგრანო" წლები ყოველდღიური ინტენსიურობით გავატარეთ, რომლის წარმოდგენა გარეშესთვის შეუძლებელი მგონია. ეს არის უმეტესად მიზეზი ჩემი საქართველოდან წასვლისა და ყველაფერი რაც გადამხდენია შემდეგ. /// მინდა დავამატო, რაც შეიძლება ამ გახსენებით გამოკვეთილი არ არის, რომ ნესტანი არაა მხოლოდ ჩვენთვის დაუვიწყარი ადამიანი, არამედ ის თავისი არტისტული, შემოქმედებითი მოღვაწეობით საჯარო პირია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩანაწერები არ გვაქვს, დღეს რომ თბილისის ორგანი მილებად დაშლილი სადღაც არაა, ეს მისი დამსახურებაა, მინდა ვთქვა რომ ჩემიც, ნესტანის შემდეგ. იმიტომ რომ ჩემი მოტივაცია მეტწილად ნესტანის გვერდით დგომა იყო. ერთად საქმის კეთების სურვილი. ამ კონსტალაციაში დაბრუნდა ასევე მაშინ ნანა რუხაძე და ისევ დაიწყო დაკვრა ჩვენი ხათრით. ნანას დაბრუნებაც ნესტანის დიდი მონდომების გამო მოხდა. /// ჩვენი, ვისაც აღელვებს საქართველოს საჯარო სივრცე, მგონია რომ გვევალება ასეთი ადამიანების ღვაწლის ცოდნა მაინც. მარტო ნესტანის დაკრული იმოდენა საორგანო ლიტერატურა რად ღირდა! ფრანგული მუსიკა, თანამედროვე, ბახი ფაქტიურად მთლიანად, ადრეული ბარიკო! ამ მოკლე დროში ეს გიგანტური შრომაა. ახლა მითუმეტეს ვიცი ეს! და არავინ რომ არ იცის, თუ რა პირობებში ხდებოდა ეს ყველაფერი! /// ჩემი პირველი კონცერტი მანდ თბილისში გერმანიის შემდეგ ნესტანს ეძღვნებოდა. აქ თუ რაიმე დამიკრავს ასევე. ვწუხვარ რომ შეუგნებლობის გამო არ შედგა ჩემი დიდი ნამუშევარი და საქართველოსთვის მომზადებული პროექტი თავის დროზე, ბაროკოს ინსტიტუტის დაარსებისათვის, რომელსაც მინდოდა ნესტანის სახელობის ყოფილიყო. ეს ჩემთვის წინა ყველაფერზე დამატებული ტრამვა იყო. რატომაა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? სწორედ იმიტომ, რასაც პოლიტბანაკებად დაყოფილ საქართველოში ხშირად მოთქვავენ, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არაა კონსეკვენტური,- ყველაფერი ცარიელ ადგილას იწყება. ცარიელი კი იმიტომაა რომ დანახვა არ გვსურს. /// ყველას დიდი მადლობა, ვინც მოუსმინა ჩვენს გულისტკივილს. ნესტანი ჩემთვის ყოველთვის იმ მასშტაბებში დარჩება, როგორც მამაჩემმა მასწავლა, სადაც ერთგულება პირადი ურთიერთობიდან გადის და შენს შნოზეა მისი სიგრძე. გკოცნი ბევრს!

R.I.P. 1989 13.04.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen