Mittwoch, 9. April 2014

ნიკოლაი სევერსკი - მიტოვებული ქართველები

დაიბეჭდა გაზეთ "კახეთის ხმა"-ში http://kakhetinews.ge/ge/voice-of-kakheti/news/nikolai-severski-mitovebuli-qartvelebi

ბოლო წლებში ქართულ მედიაშიც გამოჩდა ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორების, ამერიკის სამხედრო ავიაციიეს დამაარსებლების ალექსანდრე ქართველიშვილისა და ალექსანდრე სევერსკის სახელები. ამ თემაზე ცოტაოდენი მასალები ინტერნეტში უკვე (!) ქართულადაც არის მისაწვდომი. დათვალიერებისას ვნახავთ, რომ რამაზ ბლუაშვილს რამოდენიმე წლის წინ დოკუმენტური ფილმი და სხვა პროექტები წამოუწყია, როგორც ჩანს უშედეგოდ. ამჯერად გვსურს მოკლედ გავიხსენოთ ნიკოლაი სევერსკი, იგივე ნიკოლოზ გედევანიშვილი (1870-1941) ალექსანდრეს მამა. ის ცნობილი მომღერალი იყო, ბარიტონი და მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ვარსკვლავი. იგი მღეროდა სხვადასხვა ოპერეტებში და მრავალი საკონცერტო ტურებით მთელს იმპერიაში ჰქონდა სახელი განთქმული. არსებობს მისი ჩანაწერებიც, სადაც მისი ლამაზი ხმა მის განთქმულ არტისტიზმსაც გადმოსცემს. ამ ჩანაწერების მოძიება რუსულ ან დასავლურ ინტერნეტ-სივრცეში შესაძლებელია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგის უცხოეთში გაიხიზნა და საბოლოოდ ამერიკაში დამკვიდრდა. სადაც, როგორც ჩანს, საზოგადოების სასურველი სტუმარი იყო. მისი ბოლშევიზმის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულების გამო, შემდგომშიც საბჭოთა მუსიკის ისტორიის კვლევებში არ მოიხსენიებოდა. სევერსკების ოჯახის ისტორია, რომელიც საქართველოს საზოგადოებისათვის უცნობია, ნიშანდობლივია და ასახავს ჩვენი აზრის დაკარგულ მდგომარეობას. 
ასეთი “მიტოვებული” ისტორიები ბევრია. რაც უფრო ბევრია, მით უფრო სავალალოდ ჩანს კავშირების ის მთელი უმოქმედოდ და ჩვენთვის უშინაარსოდ დატოვებული ქსელი, რომელიც ამ ბიოგრაფიებში აისახება. საქართველოში “ევრო-აზიურ ზმანებებში” მყოფთ, სამწუხროდ არ ახსენდებათ ეს დიდი კულტურული პოტენციალი, რომელიც იმპერიალიზმის აგრესიულობით, უკვე მთელ დიგიტალიზირებულ, გლობალურ მსოფლიოში ფერდაკარგულია. დღეისათვის საქართველოსათვის ეგზისტენციალურ მნიშვნელობას იძენს ბევრი სხვადასხვა დივერსიფიციერებული პროექტებით კულტურის პოლიტიკის ეფექტურად ამოქმედება. ჭკვიანურად მოფიქრებული კონცეფციით, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს, სახსრების ოპტიმირებით ბევრის გაკეთების საშუალება არსებობს. იქნებ ჯერ კიდევ გვიან არ არის. თუნდაც, მაგალითისათვის,  სევერსკების ოჯახის ისტორიის შესასწავლად კარგ პატარა ინტერდისციპლინარულ პროექტს ჩავატარებდი, სადაც სტუდენტებთან ერთად (შეიძლებოდა ასევე გეოგრაფიულადაც გაფართოება, ამერიკაში, რუსეთში და საქართველოში) საკურსო თემებად დავამუშავებდი. ადრეც ვწერდი, კულტურის პროექტების საგანმანათლებლო პროექტებთან დაკავშირება, ამის გათვალისწინებით პროექტების დაფინანსება კარგ შედეგებს მოიტანდა.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen