Sonntag, 26. Juni 2016

კერძო ინიციატივები / ერთი “კარგი სახლი” საქართველოში, გერმანია და რვა წარმოსახვა რეფრენის სახით

„ყველაფერი კარგადაა, უმუშევრობა არაა. ყველაზე მაგარი სოფელია“.  კისისხევის ერთერთი მაცხოვრებლის გამოსვლიდან 


წარმოვიდგინოთ რომ ეს ასეა. სანამ ამ ყველაფერს წარმოსახვაში მოვხაზავთ, მანამდე ორიოდე სხვა ამბავი.

- რა ღირს ბილეთი?
- სამიდან შვიდ ევრომდე, როგორც შეგიძლიათ ისე გადაიხადეთ

ასეთ დიალოგს ხშირად გაიგენობეთ ჰამბურგის ერთერთი კინოს სალაროსთან.
კინო-დარბაზი, სახელწოდებით Bmovie არაკომერციული ჩვენებებისათვის ჰამბურგი კულტურული ცხოვრების ერთი პატარა, მაგრამ ცნობილი ადგილია, რომელიც 30 წელია უკვე არსებობს.

წინამდებარე წერილის დაწერის სურვილისათვის იმპულსი ჰამბურგში ბოლო, ჩვენს მიერ Bmovie -ში ჩატარებული კინო-პროექტი იყო. რამდენიმე მაგალითით შევეცდები ჩემი გამოცდილებები საქართველოსა და გერმანიაში ჩატარებული პროექტების გარშემო გაგიზიაროთ:
რა არის არსებული განხვავება ამ ორი ქვეყნებს შორის, როდესაც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, სამოქალაქო ცნობიერებაზე, თუ კერძო ინიციატივებზეა საუბარი. ამ წერილის მიზანი არაა ჩემეული გამოცდილებებით მყარი დასკვნების გამოტანა, თუმცა გარკვეული სურვილია გაზიარებისა და დისკუსიისათვის. ვფიქრობ, მსგავსი დისკურსი საქართველოში გვაკლია. თუ არ ჩავთვლით საციალურ ქსელებში კომენტარებს, რომელიც თავისი სპეციფიური დანაწევრებული ქრონოსით ვერ აღწევს ჯანსაღი დისკურსის ხარისხს. მას არ აქვს სინქრონულად მედია ფორმატების, აკადემიური ინსტიტუციების, სახელმწიფოებრივი ზოგადი ხედვის ისეთი შესაფერისი “ჯებირები”, რომელიც რომელიმე თემის გამთლიანებისთვის იზრუნებდა. ეს ერთერთი განსხვავებაა ევროპასა და საქართველოს შორის, ხშირად ერთსა და იმავე მიმდინარე თემების მსჯელობისას. ვფიქრობ, ხშირად გამოთქმული განსაკუთრებით საჯარო დისკუსიებისას აზრის სისწორეზე მეტად, უფრო მნიშვნელოვანი თავად მონაწილეობის მომენტის შეფასების და დისკურსის პროცესზე ზრუნვა უნდა იყოს.
განსხვავება ევროპასა და საქართველოს შორის ძირითადად მედია ფორმატების ხარისხსა და ინტენსიურობაშია, რაც საზოგადოების კომუნიკაციის კულტურას და ცნობიერებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

წარმოვიდგინოთ კარგი ქართულით, სადა მანერებით და საინტერესოდ აგებული გადაცემები საქართველოს ეთერით და აქედან მიღებული ცვლილებები ჩვენს ყოველდღიურობაში.

მიმდინარე წლის მარტის თვე ზემოთ ხსენებული კინოდარბაზი დაეთმო ქართული ფილმების ჩვენებებს, რომელიც ჰამბურგში არსებული საზოგადოება “ლილე” -სა და Bmovie-ს ერთობლივი პროექტი იყო. ნაჩვენები იყო 16 ფილმი განაწილებული 12 დღიან პროგრამაზე. (იხ. პროგრამა: https://www.b-movie.de/programm/programm.php?programm=03/16) პროგრამის ერთერთი ნაწილი დაეთმო ქართველი (Videomage) და ევროპელი (VetoFilm) ვიდეოხელოვნების ნიმუშების ჩვენებას და მონაწილეთა შეხვედრებს.

ჩვენთვის, როგორც საზოგადოება “ლილე”-სათვის მსგავსი პროექტის ინიციატივა და თანამშრომლობა გაგრძელებაა მრავალწლიანი მუშაობისა. “ლილე” ჰამბურგში თავისი აქამდე განხორციელებული 150 პროექტით, გერმანიასა თუ ევროპის სხვა ქვეყნებშიც სხვადასხვა კოოპერაციების საშუალებით, მისი სიმცირის მიუხედავად, გერმანიაში ეტაბლირებული ინსტიტუციაა. “ლილეს” სახელით განხორციელებული პროექტების სია შეგიძლიათ აქ იხილოთ: http://lile.de/projekt-archiv/jahresberichte/zeitgeschichte/

კინოდარბაზი Bmovie კერძო ინიციატივა, რომელიც დაარსდა 1987 წელს. ის გაერთიანებაა ადამიანებისა, რომლებიც უხელფასოდ მუშაობენ. თავიანთ წესდებაში ხაზგასმულია კომერციული წნეხის მიღმა თავისუფალი სივრცის შექმნის სურვილი. Bmovie-ის არსებობა მიიჩნევა, როგორც დინამიური პროექტი, რომელიც ქალაქის კულტურის სამსახურში მყოფი ეს გაერთიანება ზედმიწევნით კარგად ემსახურება. პატარა, მყუდრო წინა ოთახი, ბარით, ყოფილი გარაჟის ეზო, სასიამოვნოდ განაწყობს ფილმის სანახავად მისულ სტუმარს, ხოლო 58 ადგილიანი დარბაზი, ტექნიკურად საუკეთესოდ არის აღჭურვილი, ისე რომ ყველანაირი ფორმატის ფილმის გაშვება შესაძლებელია. კომერციული კინოს მიღმა არსებობა, რასაკვირველია არ გამორიცხავს კომერციულ საქმიანობას, მაგრამ ეს უკანასკნელი ემსახურება პირველ რიგში Bmovie-ს, როგორც ინსტიტუციის შენარჩუნებას. პროგრამები ყოველთვიურად შერჩეული თემით გარკვეულ აქცენტს სვავს და კინოხელოვნების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ რომელიმე პიროვნების შემოქმედებაზეა ფოკუსირებული. Bmovie- პროგრამებში ეტაბლირებულია და ცალკე გამოყოფილი დღეები ეთმობა აღმოსავლეთის თემებს (არაბული კლუბი), ლბგტ ფესტივალს, კინოჩვენებებს ყრუ-მუნჯებისთვის. Bmovie ჰამბურგში არსებული ყველა კინო-ფესტივალების პარტნიორია. თანამშრომლების მცირე ჯგუფში არავინ არაა უფროსი, ყველა ერთნაირად ინაწილებს გასაკეთებელს, ყველამ იცის, ვის რა გამოსდის უფრო უკეთესად და ამას მუშაობის ოპტიმირებისას ითვალისწინებენ. დალაგება, ტექნიკური მომსახურება, ბართან მუშაობა, რედაქტირება, გრაფიკული მომსახურება, ვებგვერდის მართვა, პროგრამების შედგენა, ეტაბლირებულ თუ სხვა ინსტიტუციებთან კოოპერირება, გაქირავებები. კინოთეატრის პატარა სივრცე ოპტიმალურად არის ათვისებული. კინოთეატრი Bmovie, თავის ნიშას, რომლის წარმომავლობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეკონომიკური კრიზისი დროს დაბალ ბიუჯეტიანი ფილმების გადაღება დაიწყეს, საბოლოოდ კი ცალკე ჟანრადაც ჩამოყალიბდა, რომელიც ფილმის პროდუქციის გაძვირების ყველა კომპონენტზე უარს ამბობდა.  
Bmovie -ს დაარსება, ისევე როგორც იქვე ახლო მდებარე კინოთეატრისა 3001, უკავშირდება 70-იანი წლებიდან დაწყებილ მემარცხენე სამოქალაქო მოძრაობას, როცა გერმანიის სხვადასხვა მეტროპოლებში შენობები იქნა დაკავებული. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში შენობების დაკავება უკავშირდებოდა სწორედ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივებისათვის საჭირო ფართობების მოთხოვნას.

წარმოიდგინეთ პატარა კინოთეატრები საქართველოს ქალაქებში, (როგორც ეს ადრეც იყო!) ამჯერად ადამიანების პატარ-პატარა ჯგუფების ინიციატივები, სხვადასხვა ნიშისა და პროფილის პროგრამებით!

ბრიგიტენშტრასეზე მდებარე Bmovie ჰამბურგის ერთერთ ე.წ. ალტერნატიულ უბანში St. Pauli-შია, აქ ცხოვრობდნენ და დაიწყეს კარიერა “The Beatles“ 1960 წლიდან. დღეისათვის ჰამბურგელებისათვის გარკვეული დამახასიათებელია ამ უბანში ცხოვრება, ხოლო ტურისტებისთვის - ერთერთი მიზანი დასათვალიერებლად. Bmovie-ის ისტორიაზე მასალების დასათვალერებლად ვესტუმრე იქვე ახლოს მდებარე ამ უბნის მაცხოვრებლებბის არქივს, რომელიც ასევე სამოქალაქო ინიციატივაა, ამ უბნის მაცხოვრებლების და 1987 წელს დაარსდა. ამ სტატიის ფარგლებში არქივის მუშაობის შესახებ მხოლოდ მოკლედ მსურს გავაცნო ქართველი მკითხველს იმ სურვილით, რომ მსგავსი ინიციატივები საქართველოს ქალაქებისა თუ სოფლებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუ არა ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა დღეისათვის. ასეთ, ლოკალურ საარქივო მუშაობას დიდი პოტენციალი გააჩნია არა მხოლოდ თაობებისათვის ინფორმაციების შესანახად, არამედ ტურიზმის თვალსაზრისით, საზოგადოების განვითარებისათვის სხვადასხვა საყრდენების შექმნისათვის.

80-იანი წლების დასაწისისათვის ეს უბანი მემარცხენეთა პოლიტიკურ სცენას წარმოადგენდა, მაგრამ კულტურულად უკვე საინტერესო აღარ იყო. პოლიტიკური ბატალიების მონაწილეებმა ეს პრობლემა კარგად დაინახეს.
არქივის სახით შექიმნა, როგორც თავად აღნიშნავენ- “ისტორიის სახელოსნო”. თავად ამ წარმოდგენით, რომ ეს სახელოსნოა (Werkstatt), ჩანს სურვილი, რომ თემები რელევანტური და სიცოცხლისუნარიანი იყოს საზოგადოებისათვის. ისინი აგროვებენ ყველაფერს, რაც ამ უბნის ცხოვრებას ეხება. არქივს ქალაქი ეხმარება 15 კვირიანი სამუშაო ადგილის დაფინანსებით. აქტივისტები აგროვებენ საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს, თუ ის რაიმე კავშირშია ამ უბანთან. წლების მანძილზე ფოკუსი იყო ნაცისტური გერმანიის პერიოდზე, მაგრამ ახლა უფრო მეტად 60-70 წლების საზოგადოებრივ მოძრაობაზეა ყურადრება გადატანილი. ზოგი მოხალისე იკვლევს რომელიმე შენობის ისტორიას, რისი შედეგებიც ინახება არქივში. მუშაობენ მოსწავლეებთან, სკოლებში მაღალ კლასებშიც ეცნობიან უბნების ურბანული ცვლილებების თემებს, სკოლებიც სტუმრობენ არქივს. აარქივებენ ყველაფერს, რაც ფურცელზე შეიძლებაიყოს აღბეჭდილი. არქივის თანამშრომლები გამუდმებით მუშაობენ მასალების დიგიტალიზაციაზეც, აწყობენ ექსკურსიებს, სხვადასხვა ღონისძიებებს.
ჰამბურგში 20-მდე ასეთ  “უბნის არქივი” ითვლიან. მოგვიანებით დაარსებული არქივები სახელმწიფო დახმარების გარეშე, დამოუკიდებლადაც არსებობენ. St.Pauli-ის არქივში კინოთეატრი Bmovie-ის შენობის შესახებ ცნობები მოვიძიეთ 1966 წლის მისამართების წიგნიდან, რომელიც გერმანიაში 1760-იანი წლებიდან გამოდიოდა და მისამართების გარდა, მაცხოვრებლების საქმიანობაზე და მათ საკუთრებაზეც მოიცავდა ინფორმაციებს. ეს წიგნები განსაკუთრებული წყაროა და ალბათ გერმანული კულტურისათვის დამახასიათებელი. ქალაქის სახელმწიფო არქივში ეს წიგნები უმეტესად უკვე დიგიტალიზირებულია და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

წარმოიდგინეთ სოლოლაკი, ჩუღურეთი, ან სხვა ნებისმიერი უბანი თბილისში და აქ რომელიმე სახლსი ბინადადებული უბნის არქივი, მთელი თავისი პროგრამებით და აქტიურობებით!

Bmovie-ის რომ მივუბრუნდეთ, - ხშირად სწორედ ასეთი კინოთეატრების არსებობაა იმის გარანტი, რომ კინოხელვნებაის თანამედროვე ნიმუშები, რომლებიც არარენტაბელურობის გამო ფესტივალების შემდეგ აღარ ქირავდება, ნაჩვენებია მსგავს პროგრამულ კინოთეატრებში. ამრიგად, კერძო ინიციატივებით დაარსებული დარბაზები, სახლმწიფო დაფინანსების პროგრამულ კინოსთან ერთად (ჰამბურგში ასეთია კინემატეკი მეტროპოლისი, რომელთანაც სხვათაშორის ჩვენ მრავალწილიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ბევრი თემატური პროგრამები გვაქვს ნაჩვენები. იხ. საზ. “ლილეს” პროექტების სია) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის. 

ჩვენი გერმანიაში გამოცდილებების საფუძველზე ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია სამოქალაქო ინიციატივებზე, ადამიანების ცნობიერებასა და დამოკიდებულებაზე საჯარო სივრცის მიმართ.
აქ მოყვანილი მაგალითები საზოგადოება “ლილეს” გერმანიაში განხორციელებული ბოლო პროექტია და თავისი თემატიკით, ვფიქრობ განსაკუთრებნით ეხმიანება საქართველოში, სოფელ კისისკხევში მიმდინარე პროექტს, “კარგი სახლი”.

ცოტაოდენი  რამ“კარგი სახლის” შესახებ:
2012 წლიდან გერმანიის მიგრაციის ფონდის (CIM) ფინანსური დახმარებით დაიწყო მუშაობა პროექტმა კისისხევში, რომელიც დღეს “კარგი სახლის” სახელს ატარებს. “კარგი სახლის” გაიხსნა 2014 წლის ნოემბერში. “კარგი სახლი” მდებარეობს სოფლის ცენტრში, ყოფილი უნივერმაღის შენობაში, რომელიც კაპიტალურად გარემონტდა (ამ საკითხზე იხ. ქვემოთ), შეძენილი იქნა საბაზისო აღჭურვილობა და შენობა მთლიანად   მოსახლეობის სამსახურშია. აღსანიშნავია, რომ “კარგი სახლი” დღევანდელი სახით არ იყო ჩაფიქრებული პროექტის ავტორებისათვის. თავდაპირევლად პროექტი ეხებოდა სოფლის ცენტრის რევიტალიზაციას, სადაც გეოგრაფიულად და შინარსობრივად საზოგადოების ცნობიერება უნდა იყოს ასახული.
კისისხევის ცენტრი განსაკუთრებულია და გამოირჩევა თავისი ისტორიით. ისტორიული და დღევანდელი ნაგებობების ხელსაყრელი განლაგებით საზოგადოებრივი-კულტურული ცხოვრების კონცეტრირება ცენტრში ბუნებრივი მოცემულობაა. ამ მოცემულობის გააზრება გამოკვეთილი პოლიტიკური ხედვის გარდა, მოითხოვს ადგილზე საჯარო კომუნიკაციას, მოსახლეობასთან ერთად მუშაობას.
ამ თემაზე გთხოვთ იხილოთ ავტორის სტატია “სოფელი-სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველი.” (http://einblickgeorgien.blogspot.de/2014/11/blog-post_20.html)
თავდაპირველი პროექტის იძულებითი ცვლილებების მიუხედავად სამუშაო თემები, უცვლელი დარჩა: სოფლის არქივზე მუშაობა, - მასალების მოძიება და დიგიტალიზაცია, საგანმანათლებლო პროექტები, ხელოსნობის ხელშეწყობა, - ტექსტილის სახელოსნოები, სოფლის ისტორიულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, სამეცნიერო კვლევები ხელშეწყობა, მედია-სახელოსნო, Recycling, და სხვ. ერთი სიტყვით, „კარგი სახლის“ კონცეფცია ემყარება პოლითემატურობას და რამდენადაც შესაძლებელია, მათ სინქრონულობას. სიმბოლურად, სწორედ ისე, რასაც ნებისმიერი ადამიანისათვის „სახლი“ წარმოადგენს. რაც არ უნდა მონოთემატურობით გამოირჩეოდეს ადამიანი საჯარო სივრცეში, - ის საკუთარ სახლში პოლითემატურობას ცდილობს. ასეთია ყველა სახლი, სადაც ხელოსნობიდან დაწყებული, რომელიმე თეორიული და პრაქტიკული ცოდნებს შორის საზღვრები დაწესებული არაა. ასეთი მდგომარეობა პირად გარემოში,  საკუთარ სახლში ბუნებრივი მდგომარეობაა.

წარმოიდგინეთ საქართველოს სოფლებში, მთაში და ბარში ღამით, ციმციმა კერები, „კარგი სახლები“ და სისხამ დილით შემხვდერი, გზაზე მიმავალი მცოდნე, ბეჯითი ვინმე ადამიანი

რა მდგომარეობაა დღეისათვის 2 წლის წინ დაარსებულ “კარგ სახლში” და რა გამოცდილებები გვჭირდება?
წინამდებარე სტატიაში გვსურს მივანიშნოთ განვითარების შემაფერხებელ საკითხებზე. ამ სტატისს მიზანი არაა იმ მოვლენების ანალიზი, რაც პროექტის მანძილზე გამოვიარეთ, მაგრამ სურვილია კრიტიკული ფოკუსისისათვის, ასევე გვსურს ჩვენი მზად ყოფნა თვითკრიტიკისთვის დავადასტუროთ.

ის ფაქტი, რომ პროექტი “კარგი სახლი” ჯერჯერობით მაინც არსებობს ალბათ გარემოებების მიხედვით წარმატებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
 მაგრამ ასეთი წარმატება გულს არ გვიხარებს.
“კარგ სახლის” დაარსება ემთხვევა პოლიტიკური ცვლის პერიოდს, ხოლო მისი, შემდგომი ეტაპის ბედი, კვლავ საარჩევნო კამპანიის პერიოდს. ამ ორ მომენტს შორის პროექტს სხვადასხვა კერძო მხარდამჭერი გამოუჩდა, ჩვენს ყურამდე აღწევს გამოთქმული სიმპათიები. ყოველი მხარდამჭერის დიდი მადლობლები ვართ და პროექტის არსებობა მათი დამსახურებაა.

პოლიტიკური გარემოებების გამო შექმნინლი მიზეზები სამუშაო პროცესების გართულების აღვნიშვნისას არგუმენტად რასაკვირველია გამოდგება, მაგრამ სწორედ აქ ჩანს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემა: უწყებებში საქმის წარმოების გადაბარების კულტურა, პროცესების სათანადოდ დოკუმენტირება მიუხედავად ბოლო ათეულ წელიწადში გარკვეულ ეტაპებზე წინსვლისა  - არადამაკმაყოფილებელია.
დღემდე ვერ შევძელით ვინმეს დაინტერესება პროექტის აქამდე ნამუშევრით, რომელიც ოპტიმალურად გამოყენებული იქნება, გათვალისწინებული  და დაკავშირებული სხვა ინიციატივებთან. მაგალითისთვის დავასახელებ “კარგი სახლის” ფარგლებში ერთერთ თემას,- არქივირება და რეგიონალური კვლევები. ეს საკმაოდ სოლიდური მასალა ელის სათანადოდ გამომზიურებას. ამ მასალებზე მუშაობის გაგრძელება რჩება ჩვენს პრიორიტეტად, მაგრამ ავღნიშნავდი, რომ აქამდე ნამუშევრის შეფასება, არათუ დიდი სტიმული იქნებოდა მონაწილესათვის, არამედ ახალ პერპექტივებს კარგად გამოჩენდა.
პროექტის ვებგვერდზე (http://ourvillage-kisiskhevi.org.ge/) შეგიძლიათ გაეცნოთ ჩატარებული პროექტების სიას.
ვფიქრობ, იგი ასეთი მცირე საშუალებებითაც, საკმაოდ შთამბეჭდავია.
პროექტის ვებგვედზე არსებულ პორტალ “დოკუმენტაცია” - ში ხელმისაწვდომია პროექტის მსვლელობის შესახებ საჯარო მიმოწერა და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გაეცნოს პროექტის არასრულ, მაგრამ მნიშვნელოვან ეტაპებს.

წარმოიდგინეთ არქივის ამ მასალების საინტერესო დოკუმენტაციაში თავმოყრა! საგანმანათლებლოც, ტურისტისთვისაც და საშვილიშვილო საქმეც!

სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა, სამუშაო რუტინა, ხანგრძლივ ვადაზე აგებული ხედვა,  რასაკვირველია დიდი წილით განაპირობებს საზოგადოების განვითარებას, მაგრამ საამისოდ ქვეყანას თავად  უნდა სურდეს ისეთი სახელმწიფოს სადავეებთან ყოფნა, სადაც მოქალაქეები ინიციატივას იჩენენ. სამოქალაქო ინიციატივებს დაფინანსებული ტრენინგები არ შველის, არც ერთეულების პირადი მაგალითი, თუ ის შესაბამისად სოლიდარული და გაზიარებული არაა. მაშ შეკრული წრეა?

ევროპული გამოცდილებების გადახედვა და ამ სტატიის დასაწყის პირველ ნაწილში მოთხრობილი ორიოდე მაგალითიც გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ყოველთვის ჰარმონიულ ბალანსი არ არის. ის დღესაც არ იმყოფება, მაგრამ საქართველოსაგან განსხვავებით დღეისათვის ევროპაში პასუხისმგებლობის სიმძიმე ბევრად მეტად, ვიდრე აქამდე გაზიარებული და გადანაწილებულია. ალბათ ეს შედეგი მოიტანა  60-იანი წლებში დაწყებულმა მასშტაბურმა საზოგადოებრივმა ძვრებმა სტატიის წერის დროს კი ევროპა ახალი, ეპოქალური გამოწვევების წინაშე,- უკვე იძულებით დადგა: Brexit. ახლა, როგორც არასდროს, სწორედ ეს განაწილებული და გაზიარებული პასუხისმგებლობაა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რითიც მომდევნო დიდ პოლიტიკურ რყევებს უნდა გაუძლოს ევროპამ.
საქართველოს, ახლაც როგორც ყოველი ნეგატიური თუ მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, ისევ აქვს კარგი შანსი საკუთარი სათქმელისათვის, საკუთარი გასაკეთებელის გულისყურით მიყოლისათვის.

“კარგი სახლის” მაგალითზე საქართველოში საზოგადოებრივი განვითარებისათვის მოსახლეობის ინერტულობა ერთერთ მთავარ პრობლემად რჩება, რომელიც ლოგიკურად ებმება საქართველოში არსებულ კომუნიკაციის კულტურის დაბალ დონეს. პროექტის არსებობის მანძილზე ვერ შეიქმნა ელემენტარული საინფორმაციო სისტემა. მიუხედავად ჩატარებული დიდი სამუშაოსი (იხ. ღონისძიებების სია) მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცის, რა ხდება მის სოფელში, ცენტრში მდებარე შენობაში. მრავალი შეხვედრების მიუხედავად მათთვის არ არის გასაგები, რომ ეს შენობა საჯაროა და მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. მათ   ნებისმიერი ინიციატივით შეუძლიათ ამ სივრცის გამოყენება, მაგრამ იკვეთება ხელის შემშლელი ფაქტორები: ხალხს არ სჯერა, რომ ეს მათთვისაა, ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე ინიციატივა, ადამიანებს არ გააჩნიათ საკმარისი უნარები რომელიმე იდეის განხორციელებისათვის.
ასეთ ლოკალურად გამოკვეთილ პროექტში მოსახლეობის მხრიდან უნდობლობა, სიფრთხილე, ფლეგმატურობა და ინფანტილურობა  ასახვას  საქართველოს ზოგად მდგომარეობას.
აღწერილი მოვლენები დიდწილად საბჭოური მემკვიდრეობაა, რომელიც დღემდე აქტუალურია: უშუალო, იმ წუთას სარგებლის გარეშე მონაწილეობას ადამიანებისთვის აზრი არ აქვს და, აქედან გამომდინარე, დამოკიდებულება მხოლოდ მომხმარებლურია. მაგრამ საბოლოოდ საერთო საქმეში არ მონაწილეობით ზიანდება ყველას პერსპექტივა. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებული სიმწვავით სწორედ შენობასთან დაკავშირებით გამოჩდა. თავდაპირველ ვერსიაშიც, - როცა შეუძლებელი შეიქმნა არსებულ საინტერესო ისტორიულ ნაგებობების ახალი შინაარსით გაცოცხლება (იხ. სტატიები და დოკუმენტაცია) და ასევე, პრობლემატური სარემონტო სამუშაოების პროცესში, - როცა “კარგი სახლის” გახსნა მოგვიწია, ისე რომ ის ბევრი ნაკლოვანებების გამო ოფიციალურად არ ჩაგვიბარებია.

 “კარგ სახლს” სხვადასხვა NGO-ები უკვე სტუმრობენ. ასეთი პარტნიორებები ჩვენთვის ყველა უკლებლივ მისასალმებელია. აქამდე მცირედი გამოცდილებით დასკვნების გამოტანა არ გვსურს, მაგრამ შეინიშნება შემოთავაზებული და ჩატარებული თემების ერთგვაროვნება, რომელიც ძირითადად ძალადობისა და გენდერულ თემებს ეძღვნება. ეს პრობლემები რასაკვირველია არსებობს საქართველოში, ოღონდ გვსურს ავღნიშნოთ, რომ პრობლემის მოგვარება, მხოლოდ მისი აღნიშვნით და ტრენინგით არ ამოიწურება. პარალელურად საჭიროა ესთეტიკური შეგრძნებების გაღვივება და განათლების განვითარებაზე ზრუნვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მსაგვსი ტრენინგები მხოლოდ ფორმალურ ჩარჩოებში რჩება და საბოლოოდ სამოქალაქო ინიციატივების  გაღვივებას არ ემსახურება.

სტატიის დასაწყისში მოყვანილია სოფლის ერთერთი მაცხოვრებლის ციტატა -„ყველაფერი კარგადაა, უმუშევრობა არაა. ყველაზე მაგარი სოფელია“-   ჩვენი აზრით ეს ფრაზა სიმპტომატურია და პირდაპირ აგრძელებს საბჭოურ  ტრადიციას. ეს ინფანტილური დამოკიდებულება შეიმჩნევა ასევე სოციალურ ქსელებში კომენტარების გადახედვისასაც, ამ შემთხვევაში სოფლის მდიდარი ისტორიული წარსულიდან შემორჩენილ ძეგლებზე, რომლებიც ჩვენს პროექტამდე აღწერილი და დოკუმენტირებული არც ყოფილა. (იხ. “კარგი სახლის” პროექტის ფარგლებში კისისხევის ხეობის ისტორიული ძეგლების კვლევა/დოკუმენტაცია) ფოტოებზე მიწერილი აღფრთოვანებით და სიამაყით გამოთქმული წინადადებები სიმპტომატურია, სადაც მათში ვერ ნახავთ თუნდაც სიტყვიერ სურვილს ამ ძეგლების გადასარჩენისათვის.

წარმოიდგინეთ რომ მართლაც „ყველაფერი კარგადაა, უმუშევრობა არაა. ყველაზე მაგარი სოფელია“! შენს გვერდით ადამიანი მაღალფარდოვანი ფრაზებისა და მატერიალური სურვილების მაგივრად, სისადავეში (ესე იგი ქართულ კულტურაში!) ხედავს ღირსებას, რაც ასევე შენც გადმოგედება!

რასაკვირველია, აქ გამოთქმული ზოგადი კრიტიკა არ შეიძლება იყოს საყოველთაო. გამონაკლისი ყოველთვის არის. ასეთი ადამიანი, - მოქმედი ფიგურა, რომელიც  გარკვეულ როლს თამაშობს დროის მსვლელობისას, - გვხვდება ყველა ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან ეტაპსა თუ გარემოებებში

ჩვენი გამოცდილებების მიხედვით, შემაჯამებლად გვსურს ავღნიშნოთ, რომ ჩვენნაირი პოლიტიკური ბატალიებით გადაღლილი და მდარე ხარისხის მედიით დატვირთული საზოგადოების განვითარებისათვის საჭიროა ადგილზე და ლოკალური თემებზე ინტენსიური მუშაობა. ყველა ეს ერთი შეხედვით პატარა თემა შეიძლება დიდი შედეგების მომტანი იყოს.
პირველ რიგში სკოლებში, ახალგაზრდობასთან და მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებთან არის საჭირო ინტენსიური მუსაობა, მაგრამ როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ამ მუშაობის საფუძველს ზოგადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი უნდა წარმოადგენდეს.

ყოველდღიურობის თემა  უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ კონიუქტურას და ვეცადოთ კეთილგანწყობილი დისკურსით, სხვადასხვა ფორმატებში, რაც მთავარია განვითარების სურვილით, მედიითა თუ აკადემიური მუდმივი ანალიზის თანხლებით პრაქტიკულ ნაბიჯები გადადგმა ერთდროულობაში უნდა იყოს მოყვანილი. სოციალურ ქსელებში აქტიურობა, მხოლოდ ნაწილობრივ გვაძლევს ამის საშუალებას, ხშირად კი პირიქით, - მომსწრე ვართ დიალოგების, რომლებიც მხოლოდ თემების დაკნინებას ან ინფანტილურ ვიშვიშს ემსახურება. საზოგადოების განვითარებისათვის საჭირო საკომუნიკაციო გარემოს შექმნა სახელმწიფოს კულტურის  პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ამ მიდგომის გარეშე ვრჩებით მდარე, სკანდალებითა და ბრალდებებით გაჯერებული პოლიტიკური ბატალიების შემყურე, სადაც ყველა წამოწყება მტრულ გარემოცვაში ექცევა ხან გულგრილობით, ხან გადაღლით,  პოლიტკონიუქტურაზე გამოკიდებული თუ უბრალოდ უცოდინრობით.

წარმოიდგინეთ რომ ეს სტატია ბევრმა წაიკითხა, ბევრმა გააზიარა, ბევრმა გადაწყვიტა დაინტერესდეს „კარგ სახლის“ ბედით, ბევრი მიხვდა რომ ეს „კარგი სახლი“ ბევრი კარგი სახლისთვისაა, ის ყველასია და მისი კარი ღიაა! ზოგმა ნიჩაბი აიღო, ზოგი ჩვენი უვარგისადგაკეთებული წყლის გაყვანილობის ხარვეზით დაინტერესდა, ზოგი რომელიმე პროექტისა თუ თემის „ნათლია“ გახდა და ამ ყველამ თქვა: ჩვენ თვითონ მივხედავთ ყველაფერს, სხვა "კარგ სახლებსაც" ავაშენებთ, ნუ გეშინია, მარიკა!  

26.06.2016






1 Kommentar:

  1. გამარჯობა მარიკა

    ნუ გეშინია, უბრალოდ აზრი არა აქვს შიშს. :)

    შევეცდები რამდენიმე სიტყვაში ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი.
    კარგი სახლის იდეის არსი ჩემთვის დაახლოებით არის გასაგები: შენ გინდა ადამიანებმა გააკეთონ საქმე (კარგი საქმე) და სანაცვლოდ მიიღონ თვითდაკმაყოფილება, ანუ გინდა მისცე მათ თვითრეალიზაციის საშუალება. ეს ძალიან სერიოზული ანაზღაურებაა და ძალიან კარგად მუშაობს საქმის სწორად დაყენების შემთხვევაში... თუმცა სწორედ საქმის სწორად დაყენებაა ყველაზე რთული.

    გასათვალისწინებელია რომ გერმანიაში (სადაც ადამიანები სულ სხვა ისტორიულ-სოციალურ-ეკონომიკურ-მენტალურ მდგომარეობაში იმყოფებიან) და საქართველოში ერთნაირი მიდგომა არ გამოვა.

    სწავლება, ტრენინგები ასევე რთული საკითხია, რადგან ვინც ეს ტრენინგი უნდა ჩაატაროს, მან იცის რა უნდა ასწავლოს? ან ვინ შეარჩევს მათ?

    ბატონი გურამი (ბერიშვილი) მუდმივად აყენებს განათლების პრობლემის საკითხს, მაგრამ კიდეც რომ საუკეთესო სისტემა შევქმნათ დღეს, საიდან მოვლენ შესაბამისი მასწავლებლები? ანდა გვყავს ისინი ვინც მათ მოამზადებს? ან როგორ უნდა შეირჩეს ისინი, ვინც რეალურად იცის რა არის სასწავლებელი?



    მეტი რომ არ გავაგრძელო, გამოსავალი არის მხოლოდ სპირალური. ოღონდ ამ სპირალზე მხოლოდ თავისუფლების გზით შევძლებთ დადგომას.



    AntwortenLöschen